ოლიმპიური სოფლის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის ბოლო ეტაპი დაიწყო
საზოგადოება - 13:12, 24 Jul, 2016     2329

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად კახეთის გზატკეცილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, აეროპორტისკენ მიმავალი გზის ქვეშ, 6 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს 2000 მმ-იანი გარცმის მილის გატარება, რომელშიც მოეწყობა 1600 მმ-იანი კანალიზაციის მილი. აღნიშნული მილი ოლიმპიურ სოფელს თბილისის ცენტრალურ კოლექტორთან დააკავშირებს.

დავით ნარმანიას თქმით, სამგორის რაიონში, ფაქტობრივად, ახალი საკანალიზაციო სისტემა იქმნება.

„ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მიწისქვეშა კომუნიკაციებმა გზის ნიშნულიდან 6 მეტრის სიღრმეზე ისე გაიაროს, რომ გზა საერთოდ არ დაზიანდეს. ეს იქნება მაგისტრალური სადენი, სადაც გაივლის საკანალიზაციო წყლები. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით, თბილისის ერთ-ერთი დიდ უბანი ოლიმპიურ დასახლების სახით, ასევე ვაზისუბანი ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას დაუკავშირდება“ - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე საკანალიზაციო ქსელები მოეწყო ოლიმპიური სოფლიდან აეროპორტის ტრასამდე და კახეთის გზატკეცილიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამავალ ცენტრალურ კოლექტორამდე. ოლიმპიური სოფლიდან ქინძმარაულის ქუჩის ბოლომდე მოწყობილი საკანალიზაციო ქსელის მთლიანი სიგრძე 5 კილომეტრს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „award” აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის ბოლო ეტაპზე 444 500 ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42