ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დაიწყო
საზოგადოება - 15:18, 23 Jul, 2016     1881
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დაათვალიერა.

ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მდინარის კალაპოტის ფორმირებას „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე არსებულ ზოლში, ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც მდინარე არ არის მოქცეული გვირაბში და წყალმოვარდნის შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიადგეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიას.

დავით ნარმანიას თქმით, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი მნიშვნელოვანია ვერეს ხეობაში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

„პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ მდინარის კალაპოტის ფორმირება, რაც გულისხმობს დამცავი კედლის აშენებას. ამასთან, იმისთვის, რომ „მზიურმა“ არ დაკარგოს თავისი უმთავრესი რეკრეაციული ფუნქცია, პარკი შემოდგომაზე გამწვანდება და კეთილმოეწყობა. შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დაიწყება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ვერეს ხეობის ზედა ნაწილის ფორმირებას, ნატანდამჭერი ცხაურების მოწყობას, რომლის შედეგადაც მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხოების კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია „მზიურის“ მიმდებარედ მდინარის კალაპოტის მცირეოდენი გაგანიერება, მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გრუნტის დამბისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება. ასევე, მდინარის წყლის შემშვები და გამომშვები 500 მმ-იანი მილების მოწყობა.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ერკერი“ აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის 19 ივლისს დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42