N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა
საზოგადოება - 13:08, 23 Jul, 2016     1825
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა „მოდით, მნახეთ, მე აქ ვსახლობ, მზე აქ შემიჩერებია“ გაიმართა.

ღონისძიებას ჟურნალ „კარიბჭის“ რედაქტორი, საპატრიარქოს, მწერალთა კავშირისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეატრალიზებული წარმოდგენის სცენარის ავტორი და რეჟისორი ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონია. სცენისთვის დეკორაციებიც თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. წარმოდგენა პანტომიმის, მუსიკალურ, იუმორისტულ, თეატრალურ და სხვა სახის ელემენტებს აერთიანებდა და მაყურებელს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ცხოვრების, განცდებისა და გრძნობების შესახებ მოუთხრობდა.

„წარმოდგენა ემოციური, ტკივილიანი და ამასთანავე, პოზიტიური იყო. დიდი მადლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დაწესებულების ხელმძღვანელობას, ასევე იმ ქალბატონებს, რომლებიც სცენაზე იდგნენ. მიუხედავად დიდი ემოციებისა და ტკივილისა მათ ლამაზად წარმოადგინეს ყველაფერი,“- განაცხადა მწერალმა ბადრი ქუთათელაძემ.

„მსჯავრდებული ქალბატონების ინიციატივით დაიწერა პიესა, რომელიც შემდეგ სპექტაკლის სახით დაიდგა. დაწესებულებაში მყოფი ქალბატონები აცხადებენ, რომ მსგავსი სოციალური აქტივობები მათ რესოციალიზაციაში ეხმარებათ. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ, არაერთ აქტივობას ახორციელებს,“ - განაცხადა N5 დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა.

ღონისძიების ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს თეატრალიზებული წარმოადგენისთვის მადლობა გადაუხადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42