სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახალხო არტისტები - ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი, ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - ხათუნა ჭოხონელიძე, გია მახარაძე, ელენე ჯანჯალია, ტარიელ ჭიჭინაძე, მანანა იორდანიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი), ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი. დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი.
სეზონის დახურვა 17 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ოპერის დირექტორის კინწურაშვილის მიმართ დასის პროტესტის გამო არ შედგა.
დღესვე ოპერის თეატრის დასის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. "არ არის დასის საქმე ადამიანის გადაყენება არ გადაყენება, მოყვანა არ მოყვანა. მაგრამ, რადგან დადგა ეს მომენტი, აქ არის მთელი კოლექტივი. აქ ყველაზე რთული და მთავარი ის არის, რომ ადამიანმა ერთ შეცდომას მეორე მიაყოლა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თავად ის კაცი არ თვლის იმ შეცდომას, რომ შეცდომა არის დაშვებული“ - განაცხადა სოლისტმა თემურ გუგუშვილმა.
ოპერის გუნდის კოლეგიის წევრის იამზე გურჩიანის თქმით, დასის აბსოლუტური უმრავლესობა სამხატვრო ხელმღვანელის გადაყენების მოთხოვნაში ერთსულოვანია და ისინი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები