ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრშია მოთავსებული. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მეკო კვირიკაშვილის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მან მეუღლე უკე ნახა, რომლის მდგომარეობა საკმაოდ მძიემეა.
რაც შეეხება გიორგი ლომინაძეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მძიმეა ლომინაძის მეუღლის მდგომარეობაც.
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი KIA-ს და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდნენ ქართველი მორაგბეები
ტრაგიკულ შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია შეეწირა, გარდაცვლილია ასევე ახალგაზრდა გოგო ანი ჩხაიძე, რომლიც უკანა სავარძელზე იჯდა. მისი გამოყვანა მანქანიდან გუშინ ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ბათუმიდან თბილისში მოდიოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






