მდინარე მტკვრის უბეზე არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 13:42, 22 Jul, 2016     1729
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში წყალი აზიანებდა აღნიშნულ მონაკვეთს, აუცილებელია მოხდეს ხიდის პანდუსის ერთი ნაწილის სრული რეაბილიტაცია. ამისთვის იხსნება საფარი, მოხდება ხუთი ახალი კოჭის დამზადება, ჩამოტანა და დამონტაჟება, შესაბამისად, ხიდის მდგრადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გახდება უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ის პრობლემები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით ჰქონდათ მძღოლებს, აღმოიფხვრება თავიდან ბოლომდე. ძალიან ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება სამუშაოები, რათა ზაფხულის პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად და სექტემბრის დასაწყისისთვის დავასრულოთ სამუშაოები,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მეტეხის ხიდთან, მდ. მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.

ხიდი გადახურულია რკინა-ბეტონის მონოლითური ფილით, რომელიც დასკვნის საფუძველზე მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს.

განხორციელდება არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელი (ახალი 4 ხიმინჯით). ასევე, მოხდება არსებული ქვის მოაჯირების დემონტაჟი (გაფართოვდება ტროტუარი) და მოეწყობა სავალი ნაწილის ჰიდრო-იზოლაცია.

სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ენ-სი-სი“ აწარმოებს და მისი ღირებულება - 404 919 ლარია. მდ. მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42