აქცია ლანჩხუთში-ნიგოითის მოსახლეობა სოფლის გაზიფიცირებას ითხოვს
საზოგადოება - 13:12, 22 Jul, 2016     1809

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში.
ადგილობრივები სოფლის გაზიფიცირებას ითხოვენ. სოფლის ცენტრში შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ ნიგოითში უახლოეს დღეებში არ დაიწყებენ გაზიფიცირების სამუშაოებს, ისინი ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ: "შუხუთში მანამ არ დაიწყეს ბუნებრივი აირის შეყვანა, სანამ მოსახლეობამ საპროტესტო აქციები არ დაიწყო. ალბათ სხვანაირად ვერ იგებს ჩვენს მოთხოვნებს ხელისუფლება. იქ შეიყვანეს ბუნებრივი აირი, მილები ჩვენი სოფლის საზღვრამდე მოიყვანეს და შეწყვიტეს სამუშაოები. ჩვენ არ ვართ ხალხი? არ გვჭირდება ყურადღება? ავდგებით ახლა ჩვენც და გადავკეტავთ ცენტრალურ მაგისტრალს, მანამ არ გავჩერდებით, სანამ არ დაიწყება სამუშაოები"-აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.
"გურიის მოამბეს" ესაუბრა ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რწმუნებულის ერთ-ერთი თანაშემწე, გიგა დოლიძე. მისი თქმით, მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია, რადგან თუ მოსაზღვრე სოფლის გაზიფიკაცია მოხდა, მოსაზღვრე სოფელი არ უნდა დაეტოვებინათ: "მოსახლეობის პროტესტი არის საფუძვლიანი. ნიგოითი შუხუთის მოსაზღვრე სოფელია, მიიყვანეს მილები საზღვრამდე და შეაჩერეს სამუშაოები. ამბობენ, 2017 წელს არის პროექტში ჩასმულიო. ახლა ეს ხალხი ითხოვს, რომ თუ აქაც სასწრაფოდ არ დაიწყება გაზიფიცირება, გადაკეტავენ გზას. როგორც ეს შუხუთში მოხდა"-გვითხრა დოლიძემ.
"გურიის მოამბესთან" კომენტარს აკეთებს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა, რომელიც ასევე აღნიშნული სოფლის მცხოვრებია:
"რაც კი საკრებულოში შევედი, იმ დღიდან ვსაუბრობ ნიგოითის გაზიფიცირებაზე. საკრებულოს სხდომას რა ჩაუვლია, ეს საკითხი არ მეხსენებინოს, ვერც ერთხელ ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, სანაცვლოდ საუბარი იყო აცანა-მამათზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ამ სოფლების გაზიფიცირება განიხილება. ყოველ შემთხვევაში, იქ სამუშაოები ამ ეტაპზეც კი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შუხუთს, იქ ჩვენი ხელისუფლების დროს იყო პროექტი გამზადებული. ატყუებენ ახლა ნიგოითის მოსახლეობას 2017 წელს დაიწყება სოფლის გაზიფიცირებაო, 2017 წლამდე მინიმუმ დაპროექტება უნდა დაიწყოს უკვე და ესეც არ კეთდება. თან, ესენი ამ დროს ხელისუფლებაში არ იქნებიან, მერე ისევ ჩვენი მისახედი იქნება ეს სოფლები. ეს არის კლასიკური მაგალითი რეგიონებში გაჩერებული ინფრასტრუქტურის"-გვითხრა კახა ასკურავამ.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება მხოლოდ სოფლის ხელმძღვანელობა, გამგეობიდან იქ ჯერ არავინ გამოჩენილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42