არასრულწლოვან მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა საჩუქრები გადასცა
საზოგადოება - 20:24, 21 Jul, 2016     2075
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „გვირილა პლიუსის“ მხარდაჭერით საჩუქრები გადასცა.

სტუმრები მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, მათ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სასწავლო ოთახები, სპორტული დარბაზი და დაწესებულების ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ასევე, მოინახულეს მინანქრისა და ხეზე კვეთის სახელოსნოები.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კოლელიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

„სხვადასხვა დაწესებულებებში ნამყოფი ვიყავი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას პირველად ვესტუმრე და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დავინახე, როგორ ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცხოვრებაში ცოტა წაიბორძიკეს. აქ ახალგაზრდების მომავალზე ფიქრობენ, სტიმულს აძლევენ, რომ მომავალისთვის უკეთესი პირობები შეიქმნან. მომხიბლეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. ყველაზე მეტად კი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვმა გამახარა. მახსოვს ძველი პერიოდი და რადიკალურად განსხვავებული ციფრები. დღეს კი ამ დაწესებულებაში მხოლოდ 17 მსჯავრდებულია. ნანახმა იმედით ამავსო,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა.

სტუმრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს ტანსაცმელი, პირადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42