ბიზნესის დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ დადებითია
საზოგადოება - 14:53, 21 Jul, 2016     1580

21 ივლისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი “მმართველობა განვითარებისათვის “ (USAID G4G)-სა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, CRRC საქართველოს მიერ, USAID G4G-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევის, “ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ბიზნესწრეების, სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს საგადასახადო ადმინისტრირების და ზოგადად შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ბიზნესს, აღნიშნული კვლევის მიზანი კი, სწორედ ბიზნესის დამოკიდებულების განსაზღვრა, ანალიზი და შეფასება იყო“ - სასტუმრო თბილისი რუმსში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.

“ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში“ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული კომპანიების დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და მისი სერვისებისადმი, უმეტესწილად დადებითია. თუმცა, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა გამოთქვა საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებებისათვის დახარჯული დრო და ჯარიმების ოდენობა უარყოფით გავლენას არ ახდენს კომპანიების მიერ სისტემის ზოგად შეფასებაზე. საკმაოდ დადებითად შეფასდა შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული სერვისებიც. გამოიკვეთა რიგი სერვისები, რომლებსაც ყველაზე აქტიურად მოიხმარენ საწარმოები, კერძოდ: ცხელი ხაზის (2 299 999), ელექტრონული ფოსტითა და სერვის ცენტრის მომსახურება, ასევე წინასწარი დეკლარირება დოკუმენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მიტანით და საქონლის საბაჟო დეკლარირება მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.

კვლევის შედეგები იხილეთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42