„სიკვდილით დასჯა რომ ყოფილიყო, ის უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ ასეთი კანონი ჩვენთან არ არსებობს“- რას ჰყვება მაგდა პაპიძის დედამთილი
საზოგადოება - 12:18, 21 Jul, 2016     14162
„ცხედრებს სადღაც გადაყრიდა ან ბენზინს გადაასხამდა. სადაც ამდენი რამე მოიფიქრა, რამეს იზამდა, მაგრამ ღმერთი ამაში მაინც დამეხმარა, რომ ჩემი მკვდრების საფლავები მაქვს და ბოლომდე ვერ განახორციელა თავისი განზრახვა...“- ეს სიტყვები მაგდა პაპიძის დედამთილს, ლილი მინდიკაურს ეკუთვნის, რომელმაც ჟურნალ „სარკეს“ საკმაოდ გულახდილად უამბო იმ ტრაგედიის შესახებ, რომლემაც 8 თვის წინ სრულიად საქართველო შოკში ჩააგდო.

- ქალბატონო ლალი, მართალია, თქვენს ტკივილს ვერაფერი უშველის, მაგრამ ოდნავ შვება მაინც თუ მოგგვარათ მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებამ?
- თითქოს - კი, მაგრამ მაინც ძალიან მტკივა, ის ცოცხალია, ჩემები... დედა, და ხომ მიდიან მასთან, ხომ ნახულობენ? მე კი საფლავის ქვებს ვეფერები. მკვლელი დაისაჯა, მაგრამ მე _ რა? მაგდა ცოცხალია, მზეზე, ჰაერზე გამოდის, ჩემები კი... სიკვდილით დასჯა რომ ყოფილიყო, ის უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ ასეთი კანონი ჩვენთან არ არსებობს.

- თითქმის ერთთვიან განხილვას ყოველდღე ესწრებოდით, როგორ შეაფასებდით მაგდას ქცევებს სასამართლო პროცესებზე?
- როგორ პიროვნებადაც მას ვიცნობდით, იმ ემოციით არ იჯდა სასამართლოზე. თუ მას ამ სისასტიკეს აბრალებდნენ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ასე წყნარად არ უნდა მჯდარიყო. ბოლოს რომ დამიპირისპირდა და წივილ-კივილით გავარდა, აი, ის იყო ნაღდი მაგდა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით.

- ბავშვის განზრახ მკვლელობაც დაუმტკიცეს. თქვენი აზრით, მას ესეც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი?
- კი, იმ ჩანაწერიდანაც ირკვევა ეს, რომელზეც ამბობენ, რომ ვითომ მე დავწერე. ექსპერტიზამაც დაამტკიცა, რომ ეს მაგდასი იყო, წერს, ორივეს გავუმზადო ტანსაცმელი და მეც გავიმზადო ტანსაცმელიო. ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და, როგორც პროკურორმა თქვა, სუფთა ფურცლიდან უნდოდა ბერძენიშვილთან ცხოვრების დაწყება, ყველას მოცილება სურდა. ღმერთს მადლობა, რომ ეს ვერ მოახერხა. მაგდამ ვერ შეძლო, რომ ომარი მანქანაში ჩაეტენა, მეორე სართულზე შუქი რომ აინთო, ხელი შეეშალა და ამიტომ დამიძახა მეც. მას ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა დაგეგმილი.

- თქვენი აზრით, რას აპირებდა?
- ცხედრებს სადღაც გადაყრიდა ან ბენზინს გადაასხამდა. სადაც ამდენი რამე მოიფიქრა, რამეს იზამდა, მაგრამ ღმერთი ამაში მაინც დამეხმარა, რომ ჩემი მკვდრების საფლავები მაქვს და ბოლომდე ვერ განახორციელა თავისი განზრახვა... ალბათ მაგდა რაღაცით დაემუქრა, შემოუთვალა ლანას, თუ ჩემს მხარეს არ იქნები, ჩემ გვერდით დაჯდებიო. ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის ის, თუ რატომ ჰქონდა ლანას იმ ღამეს ტელეფონი გათიშული, არადა ტელეფონი არასოდეს გაუთიშავს. რატომ ეხვეწებოდა მაგდას, რომ ბავშვი მასთან დაეტოვებინა? როცა ჩვენ უროს არსებობის აზრზე არ ვიყავით, ლანამ საიდან იცოდა, რომ მაგდამ ურო იყიდა და 25 ლარი გადაიხადა? დედის გამოგზავნილი დოლარებით უროში 25 ლარი გადაიხადე, 20 დეკემბერს ამას გაჰკიოდა.

- ანუ ვარადუობთ, რომ ლანამ იცოდა, მაგდა რასაც აპირებდა?

- კი, შეიძლება იმ დონემდე, რაც მაგდამ გააკეთა, არ იცოდა, არც ბავშვზე იცოდა, მაგრამ ომარს რომ რაღაცას უპირებდა, ეს ლანამ ასი პროცენტით იცოდა. დასაფლავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლია შამუგია იყო ჩემთან. მითხრა, ლილი, ჩემი შვილის ნაცვლად ბოდიშს, გიხდი, მუხლებზე დავეცემი და ისე მოგიხდი ბოდიშს. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამის გამკეთებელი არის და ის ჩემთვისაც მკვდარია, აღარ არსებობსო. ახლა რატომ იბრძვიან და ამ ბრძოლით რას ელიან, არ ვიცი.

წყარო: ჟურნალი „სარკე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42