12 ივლისს ქალაქ ბათუმში ბარ- რესტორან „Villagio“ –ში გაიმართა ჟურნალ „ექსკლუზივი“-ს მე- 16-ე ნომრის პრეზენტაცია, რომელსაც მასპინძლობდა კომპანია „პიარ+“ -ის დამფუძნებელი და ჟურნალ „ექსკლუზივი-ს მთავარი რედაქტორი ეკატერინე ბლიაძე , ღონისძიების უცვლელი წამყვანი გახლდათ ქალბატონი ლანა ზიბზიბაძე, საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ბათუმის ხელოვნების სტუდია „ლიმპოპოს“ მომღერლები, ქალბატონ ლეილა ალექსანდროვას ხელმძღვანელობით.
„ექსკლუზივი“-ს მე-16 ნომრის სპონსორი გახლდათ საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაცია რომლის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი მანანა გოგლიჩიძე, მან აღნიშნა: „ჟურნალ ექსკლუზივთან ეს ჩემი პირველი თანამშრომლობაა და მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა., ძალიან სასიამოვნო საღამოა. ასევე მინდა დავაანონსო შემდეგი: "ბათუმი fashion week" ქალაქ ბათუმში 30 ივლისს გაიმართება, სადაც მოწვეული იქნებიან არა
მხოლოდ ქართველი წარმატებული დიზაინერები არამედ უცხოელებიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენებაზე მონაწილეობას მიიღებენ დამწყები დიზაინერები. წელს ჩვენი წარმომადგენელი და სახე იქნება ყველასათვის ცნობილი ულამაზესი ქართველი მოდელი ქრისტი ყიფშიძე.“
ჩვენ ასევე გავესაუბრეთ სასტუმრო „როიალ პალასის“ ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ბერიძეს :“ ჟურნალ ექსკლუზივთან სასტუმრო როიალ პალასი აქტიურად თანამშრომლობს, სასტუმრო 2013 წელს გაიხსანა და შესაბამისად აუცილებელია კარგი რეკლამა იმისათვის რომ განვითარდე და გაგიცნოს ხალხმა , ძალიან კმაყოფილი ვარ ჟურნალ ექსკუზივთან თანამშრომლობით და იმედია ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.“
მოწვეულ სტუმართა შორის გახლდათ სასტუმროებისა და სხვა ბიზნესობიექტების ხელმძღვანელები, როგორც ბათუმის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ქალბატონმა ეკატერინემ ერთგული პარტნიორობისათვის რამოდენიმე მათგანი სიგელით დააჯილდოვა ესენია: სასტუმრო “თბილისი”- (ურეკი), სასტუმრო “კრისტალი”- (ბაკურიანი) სასტუმრო “ლეგასი”- (ბათუმი) სასტუმრო “აისი” (ბათუმი) სასტუმრო “ჩაო” (ბათუმი) სასტუმრო “ოლდ თელავი” (თელავი), სასტუმრო “გრანდ რიქსოსი” (ბათუმი) სასტუმრო “როიალ პალასი” (ბათუმი), სასტუმრო “ბრაიტონი” (ბათუმი) სასტუმრო “ვანილლა” (ბათუმი) სასტუმრო “ლაზური” (კვარიათი) სასტუმრო “კოლხა” (ქუთაისი) ბარ-რესტორანი “Villagio” (ბათუმი).
მასალის გამოყენების პირობები






