კომპანია ”თელასის” ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 21 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და წულუკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ბაკურიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






