თამაზ ნადარეიშვილის გახსენება
საზოგადოება - 18:09, 19 Jul, 2016     3055
2016 წლის 19 ივლისს 62 წელი შეუსრულდებოდა თამაზ ნადარეიშვილს - სახელოვან მამულიშვილს, ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოსს, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს(1990-1992; 1999-2004წწ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს( 1992-1993წწ.), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს(1995-2004წწ.), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს(1995-2004წწ.) საქართველოს ვიცე-პრემიერს(1993-1995წწ.) გენერალ-მაიორს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატს. თამაზ ნადარეიშვილი 50 წლის ასაკში 2004 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა.

დღეს თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, მისმა მოადგილეებმა, უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა.

თამაზ ნადარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელი წარუშლელად რჩება ქვეყნის ისტორიაში. მან ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა შეუპოვარი და უკომპრომისო პატრიოტის, გაბედული წინამძღოლის, სამშობლოსა და თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი. თ.ნადარეიშვილის ცხოვრების მიზანი, როგორც თავად მიიჩნევდა იყო „აფხაზეთში დაბრუნება, იქ ქართული სულისა და გენის აღორძინება”. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას, აფხაზეთის დევნილ, ლეგიტიმურ სტრუქტურებს და მოსახლეობას საკუთარი ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის უმნიშვნელოვანეს საქმეში.

თამაზ ნადარეიშვილმა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელმა, თავისი შეუპოვარი მოღვაწეობით შეძლო სიმართლე აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან მიეწოდებინა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მომზადებული მისი გამოსვლები, თამაზ ნადარეიშვილის მიერ გაკეთებული ანალიზი და შეფასებები აფხაზეთზე მუდმივად გამოირჩეოდა საერთაშორისო რეზონანსით. საყურადღებოა თუნდაც ერთი ციტატა მისი მოხსენებიდან:

“ეს იყო სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც გამოყენებულიქნა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად, მისი სახელმწიფოებრივი ორიენტაციის შეცვლის მიზნით. ეს კონფლიქტი შედეგია იმპერიული აზროვნებისა, რომელსაც შორს მიმავალი რეციდივი გააჩნია.” - ქ.ბრიუსელი, 1999 წელი, ნატოს გაფართოებულ სხდომა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42