სახლი, რომელშიც ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ოჯახის წევრი იღუპება - ტრაგიკული ისტორია გორში
საზოგადოება - 14:02, 19 Jul, 2016     99713
გორის რაიონის სოფელ ტირძნისში არის სახლი, რომელსაც ტრაგიკული ისტორია უკავშირდება. სახლი ბევრჯერ გაიყიდა და ვინც კი დასახლდა, ბედნიერი და გახარებული არავინ უნახავთ. უფრო მეტიც, ყოველ შვიდ წელში, იქ მცხოვრები ოჯახის ერთ–ერთი წევრი იღუპებოდა. ამ უცნაურ მოვლენას ვერც სოფლის მცხოვრებნი და ვერც ოჯახის წევრები ვერაფრით ხსნიან. მხოლოდ იმ საზარელ ცნობას ეყრდნობიან, რომელიც ამ სახლის პირველ მცხოვრებთ – დიდი ხნის უშვილო ცოლ–ქმარს გადახდა... იდუმალებით მოცულ სახლში ოც წელზე მეტია, გიკაშვილების ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად მეზობლების გაფრთხილებისა, ოჯახის უფროსმა ეს ყოველივე არ დაიჯერა და სახლი სამოსახლოდ შეიძინა. დასახლებიდან რამდენიმე თვეში ოჯახის დიასახლისი გარდაიცვალა. შვიდ წელში დაიღუპა შვილი, ხოლო შემდეგ – მამა. სახლში რძალი და შვილიშვილები დარჩნენ. როგორც ქალბატონი ლალი ამბობს, მამამთილის დაღუპვიდან ექვსი წელი გავიდა, მალე მეშვიდე წელი დაიწყება, რომელსაც შიშით შეჰყურებს... რამდენიმე წლის წინ, ამ სახლის ჭიშკარზე მაცხოვარი გამოისახა. სასწაულის სანახავად თვეების განმავლობაში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. უფრო დაწვრილებით ამ სახლის ისტორიისა და ფაქტების შესახებ, ქალბატონი ლალი დემურიძე გვესაუბრა.
– ქალბატონო ლალი, როგორც ამბობენ, თქვენს სახლს მძიმე ისტორია აქვს. რეალურად რა ხდება?

– ახლა უკვე არაფერი. ადრე მოხდა ძალიან ბევრი ცუდი რამ. სახლს, სადაც მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ, მართლაც, მძიმე ისტორია უკავშირდება. ვიდრე ამ სახლს ვიყიდიდით, ვინც კი აქ იცხოვრა, ყველას უბედურება შეემთხვა. მაგრამ, რატომ ტრიალებდა ეს საშინელება არავინ ინტერესდებოდა. სახლი ძალიან ბევრჯერაა გაყიდული და ვისაც აქ უცხოვრია, არავინ გახარებულა. როცა ჩემმა მამამთილმა ეს სახლი იყიდა, მეზობლები დაჟინებით ითხოვდნენ სხვაგან დავსახლებულიყავით. მაგრამ, მან ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ასეთი რაღაცეების არ სწამდა.
– რა ხდებოდა თქვენს დასახლებამდე ამ სახლში და რა ტრაგედიაზე საუბრობთ?
– მაშინ, როცა ეს სახლი აშენდა, აქ უშვილო ცოლ–ქმარი ცხოვრობდა. მათ უფლისადმი შვილის ყოლის თხოვნით, წმიდა ბარბარესა და გერის წმიდა გიორგის ტაძრიდან კაკლის ნერგები ჩამოიტანეს და ეზოში დარგეს. გადმოცემით, შემდეგ ეს ადგილი სალოცავად გადაიქცა – ხალხი მალულად მოდიოდა და სანთლებს ანთებდა. გავიდა წლები და მოხუც ცოლ–ქმარს ერთი შვილი – გოგონა შეეძინა. შემდეგ ეს გოგონა ძალიან ცუდ გზას დასდგომია და, იმის გამო, რომ მას მშობლები წესიერი საქციელისკენ მოუწოდებდნენ, მათი მოწამვლა გადაუწყვეტია. მას ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. მშობლებისთვის განკუთვნილი საწამლავი კი, შემთხვევით, სკოლიდან დაბრუნებულმა შვილმა საჭმელს მიაყოლა და გარდაიცვალა. ამის გამო, ბავშვის დედამაც თავი მოიკლა, სიკვდილის წინ კი თავისი ცოდვა გაამხილა. მოხუცი ცოლ–ქმარი მარტო დარჩა და ყველაფერი გაყიდეს, თუკი რამ ებადათ. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი უპატრონოდ დარჩა. მერე გამოჩნდა ერთი ნათესავი, რომელმაც ეს ბინა გაყიდა ცხინვალელებზე. ახლად დასახლებულებს ჰყოლიათ ორი ვაჟი და ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილა. მათთან ერთად დაღუპულა მამაც და ყველა მამაკაცი, ვინც კი ოჯახში იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ სახლი ისევ გაიყიდა და იმ ოჯახშიც იგივე განმეორდა.
– თქვენს ოჯახს რა ტრაგედია შეემთხვა ამ სახლში ცხოვრებისას?
– ეს სახლი უკვე ნაყიდი ჰქონდათ, როცა რძლად შემოვედი. სახლში ყოველ მეშვიდე წელს, რაღაც უბედურება ხდებოდა. იღუპებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ბინას ყიდულობდნენ, არ ჰქონდათ კარგი ცხოვრება და ასე შემდეგ. უკვე 20 წელზე მეტია, რაც ამ ბინაში ვცხოვრობ. ჩემი ტრაგედია ისაა, რომ მეუღლეც დამეღუპა და მამამთილ–დედამთილიც. დავინტერესდი ამ ყოველივეთი და რომ გამოვთვალე, ეს უბედურება ყოველ მეშვიდე წელს ხდებოდა. ჩემი დედამთილი ერთადერთი ქალია, რომელიც ამ სახლში დაიღუპა, სულ მამაკაცები კვდებოდნენ. როცა სახლი იყიდეს, დედამთილი მალევე, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. წინა ოჯახს, ვისაც ეს სახლი ჰქონდა ნაყიდი, 22 წლის ბიჭი დაღუპვიათ. იმ ბიჭის სიკვდილიდან მე–7 წელს გარდაიცვალა ჩემი დედამთილი, მერე – ჩემი მეუღლე და ბოლოს – მამამთილი. მეუღლის გარდაცვალებას ეზოში კაკლის ხეების აჩეხვასა ვუკავშირებ. არ ვიცოდით, თუ ამ კაკლებს წმიდა სალოცავის დანიშნულება ჰქონდა. ამიტომ, ბაღის გაფართოების მიზნით, მოვჭერით. შემოდგომით კაკლები ავჭერით და გაზაფხულზე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მერე მითხრეს, არ უნდა მოგეჭრათ, ეს დანიშნულება ჰქონდაო. მამამთილის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა, ჯერჯერობით კარგად ვართ. თუმცა, არ ვიცით, ერთ წელში რა მოხდება.
– არ გეშინიათ? თქვენ რატომ არ გაყიდეთ სახლი?
– ბინა დავდე გასაყიდად, მაგრამ არავინ იყიდა. ყველას ეშინია, მე კიდევ – არა. არ მაქვს შიშის გრძნობა. ვცხოვრობ პატიოსნად და მინდობილი ვარ ღმერთზე. უფალს შევთხოვე, თუ უბედურება იქნება, მივიღებ ამ განსაცდელს, თუ მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს სახლში, მადლიერი ვიქნები–მეთქი. მარტოხელა დედა ვარ და არ შემიძლია, დამოუკიდებლად რაიმე გადავწყვიტო. არ მყავს ნათესავი, რომ მითხრას: მოდი, ლალი, გავყიდოთ ეს ბინა და სხვაგან გადადი. არავინაა ჩემ გვერდით. ამიტომ, მივენდე უფლას. მე და ჩემს შვილებს რამე რომ დაგვემართოს, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რაც იქნება იქნება, ხელი მაქვს უკვე ჩაქნეული. თუ, ვინმე გამოჩნდება და მეტყვის, დაგეხმარებიო, სიამოვნებით მივიღებ და კარს გავუღებ.
– სახლში რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ?
– არა, არაფერი. ხომ არის, რომ ხმაური და რაღაც მსგავსი ხმები ესმით ხოლმე, მე ასეთი არაფერი შემინიშნავს. მშვიდად, წყნარად ვცხოვრობთ. რომ დავფიქრდები ამ ყოველივეზე, მაშინ კი მიპყრობს შიშის გრძნობა – უცებ ძალიან შემეშინდება, მაგრამ გული გამაგრებული მაქვს. მინდა, აქედან გადავსახლდე და გავიქცე, მაგრამ სად წავიდე? არავინაა ჩემ ირგვლივ.
– წლების წინ, იესო ქრისტე გამოისახა თქვენი ეზოს ჭიშკარზე. ამ ფაქტს რაიმეს ხომ არ უკავშირებთ?
– დიახ, დაახლოებით სამი წლის წინ მოხდა ეს. მაშინ სახლში არ ვიყავი. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, აუარებელი ხალხი დამხვდა. დავინტერესდი, რა ხდება ჩემს თავს–მეთქი. იმ ადგილის პირდაპირ, სადაც კაკლები ავჭერით, გამოსახული იყო მაცხოვარი. ბავშვი თუ მოხუცი ყველა ამჩნევდა, ისე აშკარად ჩანდა გამოსახულება. მამაოც მოდიოდა, რაღაცას მელაპარაკებოდა. მეუბნებოდა, ირწმუნე ღმერთიო. მე მწამს უფალი, დიდება მის სახელს, მაგრამ ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, ტაძარში ვერ დავდივარ დროის უკმარისობის გამო. მამაოს რომ ვთხოვე, სახლი მიკურთხე–მეთქი, არ მიკურთხა. უნდა იარო ეკლესიაში და მერე გიკურთხებო. ეს ფაქტი იმას დავუკავშირე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს უბედურება, ტრაგედიები დამთავრდება. მართლაც, ამის შემდეგ მშვიდად და წყნარად ვცხოვრობთ. დაბრკოლებაც კი არ მქონია. უფალს დიდი ძალა აქვს და მან უნდა მომცეს მშვიდი და წყნარი ცხოვრების უფლება.


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42