ექსკლუზიური ინტერვიუ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ერთ-ერთ კანდიდატთან მზია ნიორაძესთან
კულტურა - 12:23, 19 Jul, 2016     4559
ოპერის თეატრის დასის მიერ დავით კინწურაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გადაყენებას, სხვადასხვა კანდიდატთა დასახელება და სამომავლოდ მათი შესაძლო მოქმედებების განხილვა მოჰყვა.

გამოიყო რამდენიმე მთავარი ფიგურაც, ამ მთავართაგან კი, როგორც ნიუპოსტისთვის გახდა ცნობილი, ოპერის დასის წევრთა უმრავლესობა მსოფლიოში აღიარებულ მეცო სოპრანოს მზია ნიორაძეს ირჩევს. თუ მომღერლის ბიოგრაფიას გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ მას, მსოფლიოს უდიდეს ორკესტრებთან, ლეგენდარულ დირიჟორებთან უწევს მუშაობა, მისი პარტნიორები კი პლანეტის გამოჩენილი მეგა-ვარსკვლავები არიან.

ქართულ ოპერაში, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ. თეატრის დასი კულტურის სამინისტროდან კინწურაშვილის გადაყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხს ელოდება.

მანამდე გთავაზობთ ინტერვიუს თავად მზია ნიორაძესთან, - „საერთოდ მებრძოლი ადამიანი ვარ და რაც ოდესმე ჩანაფიქრი და სურვილი მქონია ყოველთვის შემისრულებია“ - აცხადებს მომღერალი ნიუპოსტთან.

მსოფლიოს საუკეთესო თეატრებისა და მეტროპოლიტენ ოპერის წამყვანი პარტიების შემსრულებელი დღეს თბილისშია.

-ქალბატონო მზია როგორც ვიცი 2014 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის არჩევნებში, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით კინწურაშვილთან ერთად თქვენც იყრიდით კენჭს...

-კი, მაგრამ რაღაც ჯგუფმა მაშინ კინწურაშვილი გაიყვანა და გაამარჯვებინა. თავიდანვე მქონდა ეჭვად რომ ეს ადამიანი ვერ გაართმევდა თავს ამ დიდ საქმეს, რადგან მას არ ჰქონდა პრაქტიკა თეატრში მუშაობის, არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება ამ მხრივ, ამიტომაც მისი ყოფნა მმართველობაში ყოვლად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.

-დღეს კი თქვენი ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად მაინც გინდათ გახდეთ იმ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც არასახარბილეო მდგომარეობაა და კიდევ უფრო უარესი ტენდენცია ბოლო წლებში სამხატვრო ხელმძღვანელებთან დაკავშირებით? ხომ არ რისკავთ?

- იქ უნდა დავდგე, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. მართალი ხართ საუკეთესო სცენები მოვიარე და კიდევ ვმღერი მაგრამ დღეს ძალიან უჭირს ჩვენს თეატრს და თუ კი მე შემიძლია ჩემი ნიჭით, შემართებითა, საერთაშორისო კონტაქტებით და პროფესიონალიზმით გამოვადგე და ერთი აგური დავდო, რატომაც არა...

-საქმე და გასაკეთებელი ბევრია ...

-რა თქმა უნდა...შესაცვლელია მმართველობის სტილი და ფორმა, ხალხიც მიმოფანტულია, არა აქვთ რეჟიმი, არა აქვთ რეპეტიცია, არ იდგმება სპექტაკლები და თეატრის შემოქმედება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი წარმოდგენით, რომელიც რეპერტუარში არ რჩება...

- გუნდს პრეტენზია ჰქონდა, რომ ბალეტზე იყო მთელი აქცენტი გადატანილი

-ბალეტს მივესალმები... გუშინ ბალერინას ველაპარაკე დასიდან და მითხრა, რომ 75 დადგმა აქვთ განხორციელებული. ბალეტი მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაჩერებულა შემოქმედებითად, მუშაობდა, ხოლო ჩვენ რას ვაკეთებდით? რა გაწეულ სამუშაოში იღებდა სამხატვრო ხელმძღვანელი ხელფასს? მხოლოდ და მხოლოდ აბესალომ და ეთერში და ორ აღდგენილ სპექტაკლში?

-არადა როგორც დასის წევრებისგან არის ცნობილი დაპირება უხვად იყო დავით კინწურაშვილისგან

-დაპირებებით მოვიდა და ყველას ეგონა რომ მართლა რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გააკეთა და სავალალო მდგომარეობით წავიდა, გააძევეს... ვის ატყუებდა, შემოქმედებას მოწყურებულ ადამიანებს? მე შემრცხვებოდა მის ადგილზე... დღესდღეობით პოლიციური რეჟიმია თეატრში, იურისტებით არის გავსებული. ამდენი იურისტი რა საჭიროა ვერ ვხვდები...

თეატრში შესვლა და მუშაობა უნდა გიხაროდეს, სიმღერა ბედნიერებას უნდა განიჭებდეს... პოლიციურ რეჟიმს არტისტები ვერ ეგუებიან. ჩვენ ხელოვანი ხალხი ვართ და არავისგან გვჭირდება დაცვა.

-ქალბატონო მზია რა შეიცვლება თქვენი მოსვლის შემდეგ? ახალ ხელმძღვანელს ხშირად ძველი თანამშრომლების გათავისუფლება მოჰყვება ხოლმე. როგორც ვიცი ოპერის თეატრში 38 სოლისტია ...

-თუ თეატრში მოვედი არავის გავუშვებ, არც მოსმენებს ჩავატარებ, რომ არ ინერვიულონ და არ იღევლონ. ვპირდები ყველას, რომ იქნება დადგმებზე აქტიური მუშაობა, აი ამ დროს უნდა წარმოაჩინოს ყველამ საკუთარი შესაძლებლობები. არ უნდა დავზოგოთ ენერგია, არ უნდა დაგვეზაროს შრომა. აქედან გამომდინარე ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ერთად შევძლებთ საქმის გაკეთებას. იცით როგორ უცებ შევლენ ფორმაში? სისტემატიური რეპეტიციები და სცენაზე ყოფნა ყველას ისე აამღერებს როგორც საჭიროა. გვეყოლება კარგი რეჟისორები, კარგი დირიჟორები და მალე თბილისს ისევ დაუბრუნდება ისეთი ოპერის თეატრი რომლის ისტორიითაც აქამდე ვამაყობთ.

განხორციელდება ქართული დადგმები, ასევე იტალიური, გერმანული... რეპერტუარი მრავალფეროვანი უნდა იყოს, რომ ყველას საქმე ჰქონდეს. მოვიწვევთ უცხოეთში მოღვაწე სახელოვან ქართველ მომღერლებს და ჩვენი, ყველას ერთად დგომით წელში გაიმართება თეატრი. ისე არა, კინწურაშვილი რომ ჩაიკეტა და არავის არ იწვევდა, ყველა სპექტაკლში უნდა იყოს რომელიმე ჩვენი ქართველი მოწვეული, ამით დაინტერესებაც იქნება და ხალხიც მოვა. სხვა ცხოვრებაა უკვე საქართველოში, სავსეა ტურისტებით ქალაქი, ამდენი საელჩოებია, ყველას აინტერესებს კულტურული ცხოვრება ადგილობრივსაც და უცხოელსაც.

მე მყავს დიდი სამეგობრო წრე ბიზნესმენების, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი სურვილი და ჩემი მოსვლის შემთხვევაში დაეხმარებიან თეატრს და გვერდით დაგვიდგებიან.

- ალბათ ასკანელ ძმებსაც გულისხმობთ

-რა თქმა უნდა... ასკანელები თავისთავად... მითხრეს მზია შენ არაფრის მოგერიდოს ჩვენ შენს გვერდში ვდგევართო...

ერთი სიტყვით ოპერის თეატრი ისეთი უნდა იყოს, რომ კარის შეღებისთანავე იქ იგრძნობოდეს, რომ შეხვედი ისეთ სახლში, სადაც სიხარულია, სიყვარულია, პროფესიონალიზმია, კეთილი განწყობაა, კეთილი აურაა, რაც დღევანდელ თეატრში სამწუხაროდ არ არის.

დეა თავბერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42