ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭეძიანგის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) 2 „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომლებიც ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას შესთავაზებს. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება არა მარტო ღვინოს,არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნოს.
ქართული ღვინის სახლების გახსნას იუში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.
ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით "ქართული ღვინის სახლი" ჩინეთის სუოლუნ კომპანიისა და ქართული მხრიდან „თბილინვესტ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც ბოლო 8 თვის განმავლობაშიჩინეთის ჭეძიაგისა და სინძიანის პროვინციებში უკვე რვა ქართული ღვინის მაღაზია-სალონი "ქართული ღვინის სახლი" გაიხსნა.
ბრენდი - „ქართული ღვინის სახლი“ ჩინური კომპანია „სუოლუნის“ მიერ პირველად გასულ წელს ჭეძიანის (Zhejiang) პროვინციაში შეიქმნა დაადგილობრივ პარტიორებთან ერთად კომპანია მთელი ჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს.
„სუოლუნ კომპანის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი რაოდენობისზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
ჩინეთის მასშტაბით დღეისათვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის ობიექტი - მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.
2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-3 ადგილზე დაიკავა, ისეთი ტრადიციულიბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები