ნინო სურგულაძე ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება?
კულტურა - 14:40, 18 Jul, 2016     8907
ოპერის თეატრში ფორიაქი გრძელდება, როგორც ნიუპოსტისთვის გახდა ცნობილი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ. მათ შორის ნინო სურგულაძესაც.

როგორი უნდა იყოს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და რამდენად დააკმაყოფილებს ნინო სურგულაძე იმ მოთხოვნებსა და მოვალეობებს რომელიც ამ პოსტზე ყოფნისას დაეკისრება? ამასთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილი ნიუპოსტთან შემდეგ კომენტარს აკეთებს.

კახი ლაზარიშვილი, ხელოვნებათმცოდნე: "ოპერას დიდი ავტორიტეტის ხელნძღვანელი სჭირდება.გამოცდილი, ძლიერი, უკომპრომისო პიროვნება. იცით ეს რატომაა აუცილებელი? იმიტომ რომ თეატრში დასებს შორის წონასწორობა შენარჩუნდეს, ბალანსი არ დაირღვეს და მხოლოდ ბალეტი არ იყოს პრივილეგირებულ პოზიციაში.

რაც შეეხება ნინო სურგულაძეს. ვამბობ და მისი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ნინო შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ბრწყინვალე ადამიანი და შესანიშნავი მომაღერალია! იგი, კეთილშობილურ საქმეს ჩაუდგა სათავეში, ბავშვების გადასარჩენად! ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას დათანხმდება თუ არა? არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ხოლო, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მისი ფონდის საქმიანობით ნინოს გაცილებით მეტი მადლიერი ადამიანი ყავს და მომავალშიც ეყოლება, ვიდრე ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობით.

ნინო, საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ქალბატონია, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მას სულ სწორი ცხოვრებისეული პრიოტიტეტები აქვს, ერთ-ერთი არის აკეთოს მეტი ქველმოქმედება და გადაარჩინოს მომავალი თაობის სიცოცხლე! ხოლო, თუ ის მომავალში მზად იქნება შემოქმედებითი კარიერა შეწყვიტოს და რომელიმე მმართველი პოსტი დაიკავოს, მე მას კულტურის მინისტრის პოზიციაზე უფრო წარმოვიდგენ!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42