სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა
საზოგადოება - 11:10, 18 Jul, 2016     1513

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრომ მიმდინარე წლის 16-17 ივლისს, ბორჯომში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა.


მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სისტემის კონკრეტულ მიღწევებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებებზე, პენიტენციური დაწესებულებების მართვის თავისებურებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საჩივრებზე რეაგირების მექანიზმზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და შინაპატიმრობის აღსრულების საკითხებზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ, პენიტენციური და სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს პენიტენციისა და პრობაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების, გამოწვევების, მსჯავრდებულებისთვის არსებული სარეაბილიტაციო პროგრამების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოხსენებებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიაწოდეს. სემინარზე განიხილეს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სამედიცინო სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, მედიის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია: „მედიის წარმომადგენლებთან უწყებაში განხორციელებული რეფორმების გარდა იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლის წინაშე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დგას. ვუპასუხეთ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა და ჟურნალისტებთან საუბარი ყველა იმ ინიციატივაზე, რომელიც უწყებაში ხორციელდება", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

UNDP-ის პროგრამის მენეჯერის, რუსუდან ტუშურის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში განხორციელდა.

დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სემინარის მონაწილე მედიის წარმომადგენლებს N3 და N6 დახურული ტიპის დაწესებულებებში ვიზიტი და იქ არსებული პირობების ადგილზე გაცნობა შესთავაზა. მინისტრმა მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42