საქართველოს შეიარღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო- საჩვენებელმა ორკესტრმა ქალაქ ბათუმში კონცერტი გამართა. საღამო ,,შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის” ფარგლებში ჩატარდა.
სამხედრო ორკესტრს დირიჟორობა კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა გაუწია. კონცერტზე კომპოზიციები მსოფლიოს ცნობილი კინოფილმებიდან შესრულდა. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრი შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში ორ კონცერტს ატარებს. დღეს კინომუსიკის შედევრები შევასრულეთ. ხვალისთვის კი ჯაზისა და საესტრადო მუსიკის ნაწარმოებების წარმოდგენას ვაპირებთ,“ - განაცხადა კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა.
ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი ბათუმის მაცხოვრებლებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის კონცერტს ხვალაც გამართავს. სამხედრო ორკესტრი მაყურებელს ჯაზურ და საესტრადო მუსიკის შედევრებს შესთავაზებს.
მასალის გამოყენების პირობები






