მივმართავთ მთავრობას, კულტურის სამინისტროს,.... ნუ დაახოცინებთ დავით კინწურაშვილის რეჟიმს თეატრის მომღერლებს!!!!
შეელიეთ ამ კაცს!!!!
ძირს! სისხლიანი სეზონის დახურვის სპექტაკლი!!! ბოიკოტი მას! დააბრუნეთ შეძენილი ბილეთები! ნუ მიიღებთ ამ სისხლიან ზეიმში მონაწილეობას!!!
ამ განცხადების დაწერა თამარ ივერს შემდეგმა გარემოებამ აიძულა, რასაც მსოფლიოში ცნობილი მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
S.O.S
დილიდან შემატყობინეს საგანგაშო ინფორმაცია რომ საუბარი იყო გუნდის ლიდერების ნინო გოგინაშვილის და იამზე გურჩიანის მოხსნაზე. ეს წერილი მივიღეთ გუნდის წევრისგან.უცვლელად გთავაზობთ:
„დილა მშვიდობა რაც ყველას გვინდა ეხლა. გთხოვთ გვიშველოთ. ნინოს და იამზეს უშვებენ თეატრიდან. ასე თქვა ბერიკაშვილმა. მერე დანარჩენიც გაუშვით ნელ-ნელა და კონსერვატორიიდან მოიყვანეთ გუნდი. დღეს ოპერის ბაღში ვიკრიბებით. კინწურაშვილმა 12 საათზე დანიშნა რეპეტიცია“.
(და კრება იმ კინწურაშვილმა დანიშნა რომელიც გუშინ ვითომ სტენოკარდიის შეტევით" კვდებოდა")
და ეხლა შემატყობინეს რომ თეატრში მისულა ადვოკატი -მედიატორი გუნდის შეკრებაზე.დაწყებულა შეურაცხოფა,მუქარა,ზეწოლა გუნდის ხალხზე მათი გაფიცვის გამო.დამუქრებიან დახსნებით და სხვა ძალებით მათი ჩანაცვლებით.უთქვამს 25.000 ლარი გედებათ ჯარიმა ხვალინდელი სპექტაკლის ჩაგდების მცდელობისთვის.ასეთი გადაწყვეტილება 21 დღით ადრე უნდა მიგეღოთო(სრული აბსურდი)
ფა
ქტია რომ ამ ზეწოლის,ჩხუბის და აყალმაყალის შედეგად....გუნდის წევრთა დიდი ნაწილი გამხდარა ცუდად...200 წნევები,გულის წასვლები,გულის შეტევები.გამოუძახიათ სასწრაფო დახმარებებისთვის....შემდგომ ისეთი ამბავი ამტყდარა...სასწრაფოებს გამოუძახიათ პოლიციისთვის.
თქვეს,დირექციის წარმომადგენლობა რეკავს ქალბატონ მანანასთან...რომელსაც ტელეფონი გათიშული აქვს და ბატონი მინისტრი ბათუმშია ჯაზ ფესტივალის გახსნაზეო.
მოკლედ.... ამ ერთმა პატარა "მონსტრმა"გადაიყოლა მთელი თეატრი და მართლაც რომ სტენოკარდიული შეტევები დამართა ათობით თეატრის თანამშრომელს!!!
რა სინდისით,მათრახის ქვეშ და ჯარიმის შანტაჟით უნდა ამღეროს ხვალინდელ "აბესალომ და ეთერზე" "აბიო მეფე" ამ გონება -გულწასულ ხალხს არ ვიცი.ალბათ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლებენ ამას.
მე ვფიქრობ...ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა,ვისაც ბილეთი აქვს აღებული ხვალინდელ "აბესალომ და ეთერის" სეზონის ამ სისხლიან სპექტაკლზე...დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს ნაყიდი ბილეთები. ადამიანების ნერვების და ჯანმრთელობის შერყევის ხარჯზე....მეფემ "ზეიმი ვერ უნდა მოაწყოს"!!!
მასალის გამოყენების პირობები






