პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კიდევ ერთი აქცია დაიწყო
საზოგადოება - 18:41, 15 Jul, 2016     5709
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ ან 9 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, ასევე, მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ეწურება მოქმედების ვადა. გარდა ამისა, პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ პირები, რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი).

იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); ასევე, სკაიპის მისამართზე (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე − 2 405 405 და 240 10 10.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42