საცხოვრებელ კომპლექსში „ოპტიმა ისანი“ მესაკუთრეთათვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ადრე დაიწყო
საზოგადოება - 15:55, 15 Jul, 2016     2341
დეველოპერული კომპანია m2 ახალი კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსს „ოპტიმა ისანს“ გახსნის. კომპლექსი m²-ის ახალი, ოპტიმალური სამშენებლო ხაზის პირველი დასრულებული ენერგოეფექტური პროექტია. კომპანიამ მესაკუთრეებისთვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ათი დღით ადრე დაიწყო და პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია.

238-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ თბილისში, მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და 5,272 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება. კომპლექსში ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი ზოგავს დროს, ფულსა და ენერგიას. „ოპტიმა ისანი“ m²-მა 2014 წელს წარადგინა და 2-ოთახიანი, სრულად გარემონტებული ბინა იმ დროისთვის უპრეცენდენტო ფასად, 29,000 აშშ დოლარად შესთავაზა მომხმარებელს.

საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „ოპტიმა ისანში“ ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ. ახალ სახლებში მათ საჩუქრად დახვდებათ სრულად მოწყობილი სველი წერტილი და სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით. მაცხოვრებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის კომპლექსის მოვლის მომსახურება, რაც დასუფთავებას, გამწვანების მოვლასა და 24-საათიან დაცვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ „ოპტიმა ისანი“ სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კომპლექსში ბინების 70% უკვე გაყიდულია და სულ მალე მაცხოვრებლების შესახლება დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42