პაშა ბანკი მესამე წელია ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორია
საზოგადოება - 15:21, 15 Jul, 2016     559

პაშა ბანკი უკვე მესამე წელია ფოთის გრანდიოზული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორია.
ფესტივალი 13 ივლისს გახსნილად გამოცხადდა. ის 2006 წლიდან ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 10 ტურნირს როგორც ბავშვთა ასევე პროფესიონალ მოჭადრაკეთა შორის.


აღნიშნული ფესტივალი მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების მონაწილეობის, მასშტაბის და ორგანიზების დონის თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონში უპირველესია და ის შეტანილია მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ყოველწლიურ კალენდარში. ფესტივალში გათამაშებული პარტიები გადაიცემა ონლაინ რეჟიმში ინტერნეტის საშუალებით და მსოფლიოს მასშტაბით ჭადრაკის მოყვარულებს აქვთ საშუალება თვალყური ადევნონ პარტიებს.


ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 10 წლის განმავლობაში საჭადრაკო სამყაროს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 12-გზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ალექსანდრიას სახელობით იმართებოდა.


„ჩვენი ბიზნეს მიდგომის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ჩვენთვის გრძელვადიანი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. პაშა ბანკი 2013 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და უკვე მესამე წელია სპონსორობას ვუწევთ საჭადრაკო ფესტივალს. ქართული საჭადრაკო სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო და ჩვენი ქვეყნის არაერთი მსოფლიო დონის მოჭადრაკე ახსოვს ამ სპორტის ისტორიას. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და მსგავსი ფესტივალების გამართვით ახალგაზრდებს ექნებათ მეტი მოტივაცია, რომ განავითარონ საკუთარი ნიჭი და უნარები,“ განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42