„ფონდი ნატახტარის“ ხელშეწყობით დანიელ შერვაშიძე დღეს წარმატებულია ის აქტიურად ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
საზოგადოება - 13:10, 15 Jul, 2016     1459

დღეს ფონდი ნატახტარის ხელშეწყობით დანიელ შერვაშიძე წარმატებულია. ივნისში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი გოგოხიამ სპეციალური სიგელი გადასცა. დანიელმა ასევე თავი გამოიჩინა კონკურსში „ვხატავთ ბიბლიურ პერსონაჟებს“. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა ის სიგელით დააჯილდოვა.

მნიშნელოვანია, რომ პროექტში „იზრუნე მომვალზე“ დანიელი 16 წლის ჩაერთო. მას ნოემბერში უკვე 18 წელი უსრულდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგება. როგორც მისი ფსიქოლოგი ლელა ზარქუა აღნიშნავს, დანიელი აქტიურად ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის - იღებს პროფესიულ განათლებას, და ასევე წარმატებულია საყვარელ საქმიანობაში - ფერწერაში: დანიელი 16 წლის იყო როცა ჩვენი შეხვედრა შედგა, ეს იყო მორცხვი მოზარდი, რომელსაც ნაკლებად სჯეროდა საკუთარი ნიჭის და წარმატებების. არ ქონდა გააზრებული მომავლის პერსპექტივები და არ უთმობდა დროს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. დანიელთან ფსიქოლოგიური მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა. დანიელი დღეს სამხატვრო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. ის აქტიურად იღებს მონაწილეობას კონკურსებსა და გამოფენებში. ამის დასტურია კონკურსებში მიღებული დიპლომები და მიღწეული შემოქმედებითი წარმატებები. დანიელი ჩვენი პროექტიდან იღებს სტიპენდიას და ასევე გრძელდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

მნიშნელოვანია, რომ ფონდი ნატახტარი“ კვლავ აგრძელებს თანხების შეგროვებას და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერის პროგრამას. აქცია დაიწყო 16 მაისს და გრძელდება 17 აგვისტომდე. ფონდის ხელშეწყობით, დღეს მზრუნველობამოკლებული მოზარდები წარმატებულები და დამოუკიდებლები არიან. „ფონდი ნატახტარი“ ჩემნაირი ბავშვების იმედია. მინდა ბევრმა გაიგოს რა კეთდება და ბევრმა დაგვიჭიროს მხარი, თუნდაც ლიმონათის შეძენით, რომ ბვერმა ბავშვმა მიიღოს ფონდისგან დახმარება,“ - აზრს გვიზიარებს დანიელი.

2011 წლიდან, „ფონდი ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში ეხმარება. 5 წლის განმავლობაში, ფონდში 600 000 ლარზე მეტი შეგროვდა. პროექტის ,,იზრუნე მომავალზე’‘ ფარგლებში, მოზარდებს საგნებშიც ამზადებენ, სპეციალისტები პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღებაში, ასევე პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენაშიც ეხმარებიან. ,,ფონდი ნატახტარი” კი მათ სტიპენდიით, ბინის ქირით, კვებისა და გზის ხარჯებითაც უზრუნველყოფს. რაც მთავარია, ფონდი თითოეული ბენეფიციარისთვის თანხას მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42