ცხენების ქურდობა თბილისში - „რაიდმედს“ ბავშვთა რეაბილიტაციისთვის საჭირო ცხენები მოპარეს
კრიმინალი - 12:54, 15 Jul, 2016     3266
სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ „რაიდმედს“ ორი ცხენი მოპარეს. ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ცხენები ლისის ტბაზე მდებარე საცხენოსნო დაწესებულებიდან სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოიპარეს.

აღსანიშნავია, რომ საცხენოსნო დაწესებულებაში აუტიზმის, ცერებრალური დაავადებისა და ოსტეოქონდროზის მქონე ბავშვებს გამაჯანსაღებელი პროცედურები უტარდებათ.

"ეს ცხენები სპეციალურად გაწვრთნილები და დამჯერები არიან, "რაიდმედიისთვის" და სპეციალური საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, ეს ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან ბავშვებს გამაჯანსაღებელი პროცედურები სწორედ ამ ცხენების საშუალებით უტარდებათ. როგორც იტყვიან, ერთ-ერთ დაკარგულ ცხენზე იდგა მთელი კლინიკა, რადგან ზომითაც დიდი იყო და დიდი ზომის ბავშვებს უკეთ ემსახურებოდა"- განუცხადა "ნიუპოსტს" „რაიდმედის“ მენეჯერმა.

ელენე ხუხიას თქმით, საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უკვე დაათვალიერა და თანამშრომლები გამოკითხა.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ცხენების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით შეიტყვეს.

"რაიდმედში" ვარაუდობენ, რომ სპეციალურად გაწვრთნილი ცხენები გამიზნულად მოიპარეს.

"სათვალთვალო კამერებით აღჭურვილია მხოლოდ ცენტრის ტერიტორია, სადაც უშუალოდ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს ცხენები დამბული გვყავდა კილინიკის მიმდებარედ, შემოღობილ ტერიტორიაზე, სხვა ცხენებთან ერთად. გამთენიისას, როცა ჩვენმა თანამშრომელმა, მოიკითხა ცხენები, ორი მათგანი ადგილზე აღარ იყო. თოკები გადაჭრილი დახვდა, როგორც ჩანს, ეს ცხენები სპეციალურად შეარჩიეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ცხენებს უახლოეს პერიოდში იპოვიან"- აღნიშნა ხუხიამ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42