უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავი 2-ის ადვოკატების სასარჩელო განაცხადის დასაშვებობაზე დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.
ნინო გვენეტაძის განაცხადებით, ის სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის.
"მე არ ვარ სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე, მე ვარ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ვერ მოგცემთ. რამდენი კითხვაც არ უნდა მომცეთ, ამ საკითხებზე პასუხს არ მოგცემთ. თქვენ იცით, რომ საქმე წამოვა უზენაეს სასამართლოში და მე არ მაქვს უფლება რაიმე კომენტარი გავაკეთო საქმესთან დაკავშირებით. ეს არაფერს ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ მე არ მაქვს კომენტარის უფლება“ - აცხადებს ნინო გვენეტაძე.
შეფასებებისგან თავს იკავებს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
"საქმე არის უზენაეს სასამართლოში და ჩემი კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ იქნება სწორი და რელევანტური. ამიტომ, დაველოდოთ უზენაეს სასამართლოს, ის მოსამართლეები, ვისაც დაეწერება აღნიშნული საქმე, მიიღებენ გადაწყვეტილებას," -მიიჩნევს ლევან მურუსიძე.
რუსთავი 2 -მა უზენაეს სასმართლოს ტელეკომპანიის საქმის წარმოებაში მიღების თხოვნით მიმართა.
იგივე მოთხოვნა გააჟღერეს გუშინ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. ისინი უმაღლეს სასამართლო ხელისუფლებას, რუსთავი 2-ის საქმის განხილვისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






