მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ შეამოწმეს. შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ქსელის მოწყობა წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„ამ კორპუსების მოსახლეობა გამგეობისაგან ითხოვდა შიდაკვარტალური გზების მოასფალტებას, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, სანიაღვრე ქ სელის მოწყობის გარეშე საგზაო სამუშაოების განხორციელება არაეფექტური იქნებოდა, რადგან ეზოებში ნალექიანი ამინდის დროს მუდმივად გუბდებოდა წყალი, სწორედ ამიტომ იყო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურაც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მალე ეს დისკომფორტი მოსახლეობას აღარ ექნება,“ - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავამ.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „პალიტრა“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობა მასშტაბურია, რადგან გარდა აღნიშნული კორპუსისა, ის ცენტრალურ ქუჩაზეც გადის.
მასალის გამოყენების პირობები






