მრავალშვილიანი დედა სისხლს აბარებს, რომ ბავშვებს პური უყიდოს!
საზოგადოება - 12:38, 14 Jul, 2016     3005
საქველმოქმედო ფონდს „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ახალშობილთან ერთად მრავალშვილიანი მარტოხელა დედა, ნათია ჯიშკარიანი ესტუმრა.

მისი მეუღლე ოჯახიდან წავიდა, როდესაც ნათიას მეექვსე ორსულობის შესახებ შეიტყო. მიუხედავად საშინელი საცხოვრებელი პირობებისა და გაჭირვებისა, ნათიამ გადაწყვიტა არ ჩაედინა დანაშაული თავისი ჯერ არდაბადებული შვილის წინაშე და ასე გაჩნდა პარატა გიორგი.

ნათია ბავშვებთან ერთად ვარკეთილის მასივში, სკოლის შენობაში ცხოვრობს, რომელიც საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ბეტონის იატაკი, დაბზარული კედლები, ჩამსხვრეული შუშები, ძველი დამტვრეული ავეჯი... მაგრამ ნათიას წასასვლელი არსად აქვს. იმითაც ბედნიერია, რომ ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ არ უწევს ცხოვრება.

ნათიას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, ასევე აწუხებს თირკველები და ჰიპერტონია. ჰორმონალური დარღვევების ფონზე, მან წონაში მოიმატა და ამის გამო სახსრებიც აწუხებს.

ოჯახი სოციალური სასადილოთი სარგებლობს, პროდუქტის შესაძენად თანხა მათ არ აქვთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნათიას სისხლიც კი ჩაუბარებია, რომ ბავშებისთვის პური ეყიდა. სასადილოდან მოტანილ საჭმელს ნათია ხშირად არ ჭამდა, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ. ამის გამო მას რამდენჯერმე გულიც წასვლია. ამიტომ ახლა ბავშვები ყოველთვის სთხოვენ დედას, რომ მათთან ერთად ისადილოს!

ბავშვები ძალიან ზრდილობიანები, ლამაზები და საყვარლები არიან.

15 წლის გვანცა დედიკოს მარჯვენა ხელია.

10 წლის ლუკა ოცნებობს, რომ პროფესიონალი რაგბის მოთამაშე გახდეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, დედას კი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს.

5 წლის ნიკოლოზი, რომ გაიზრდება დედიკოსთვის დიდი და ლამაზი სახლის აშენებას გეგმავს.

3 წლის ხატიას და 2 წლის ნანუკას ძალიან უყვართ ხატვა, მაგრამ სახატავი ალბომები და ფანქრები მათ არ აქვთ, ამიტომ უფროსი დაიკოს სკოლის ძველ რვეულში ხატავენ.

პატარა გიორგი კი ყველაზე უდარდელი და ბედნიერი ბავშვია, მასზე ხომ 5 მოსიყვარული და–ძმა ზრუნავს.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ნათია ჯიშკარიანის ოჯახის დასახმარებლად. ნათიას და მის 6 მცირეწლოვან შვილს ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები, წამლები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ესაჭიროებათ!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია ჯიშკარიანი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/140/

ახლა მათ ძალიან სჭირდებათ თანადგომა. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია გასაჭირი შევუმსუბუქოთ ამ ულამაზეს ბავშვებს და მათ დედიკოს!

ნათიას მხოლოდ თქვენი იმედი აქვს, ადამიანების, ვისაც სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა შეუძლიათ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42