არასამთავრობო სექტორი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, წარმოებაში მიიღოს რუსთავი2-ის სარჩელი
საზოგადოება - 19:52, 13 Jul, 2016     1886

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, წარმოებაში მიიღოს რუსთავი2-ის სარჩელი.

"გუშინ, 12 ივლისს, „რუსთავი 2“ - ს წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის 100% წილის მფლობელობის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო სექტორი ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის შემცირებისა და პირველი ინსტანციის მხრიდან მიღებული დაუსაბუთებელი განჩინებების შესახებ.

ამ, და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში, საქმის განხილვისას დაფიქსირებული სხვა გარემოებების ფონზე, განმტკიცდა ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც, ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტულ მედია გარემოს და დემოკრატიის ხარისხს.

მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დასაშვებლად ცნოს და კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდინოს საქმის განხილვა. რათა გამოირიცხოს ის კითხვის ნიშნები , რომლებიც მოცემული საქმის განხილვისას პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებით არსებობს"- წერია განცხადებაში, რომრლსაც ხელს აწერენ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42