ნიკა გვარამიას საგანგებო მიმართვა უზენაეს სასამართლოს
საზოგადოება - 18:20, 13 Jul, 2016     5171

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ისაუბრა და საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა. გვარამიამ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა:

„ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ჩვენ გუშინ ფოსტის მეშვეობით ჩავაბარეთ საკასაციო საჩივარი, სრული რწმენით იმისა, რომ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არაფერი აქვს საერთო სამართლიან სასამართლოსთან, ყველა საპროცესო უფლება იყო დარღვეული, ამის დამამტკიცებელი იყო ორივე ინსტანციის გადაწყვეტილება, ეს უკანონობა არის უპრეცენდენტო, რაც აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. უზენაეს სასამართლოს მოვუწოდებთ ნუ გახდება დაკვეთის შემსრულებელი, გადაარჩინოს დემოკრატია, გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, რომელიც მიწასთან გაასწორა პირველმა ორმა ინსტანციამ. საკასაციო ინსტაციაში ჩვენი შეტანილი სარჩელი ემყარება ოთხივე კრიტერიუმის დასაშვებობას. უმნიშვნელოვანესია, რომ მინიმალური ბარიერი მაინც დავძლიოთ, რათა უზენაესმა სასამართლომ ის არ გვითხრას, რომ საერთოდ განხილვის ღირსიც არ არის ჩვენი საჩივარი.

თქვენ დღეს წყვეტთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ბედს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბედს, ასევე საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის ბედს. ყველა პროცესი რომელიც პროვოცირებული იქნება თქვენი უკანონო გადაწყვეტილებით, იქნება თქვენს სინდისზე და თქვენს სისხლის სამართლებრივ საკითხზე. ნუ შეუერთდებით თქვენს იმ კოლეგებს, ვინც დაასამარა მართლმსაჯულება, ნუ შეუერთდებით მათ რიგებს და ნუ გაიზიარებთ მათ ბედს. თქვენი გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი, რადგან თქვენი სიტყვა არის საბოლოო. თქვენი გადაწყვეტილება შეიძლება დრამატულად გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ საქმისთვის. თქვენ ხართ მოსამართლეები და არაფერი და არავინ თქვენს ზემოთ ამ ქვეყანაში არ არის და არავის არ აქვს ბერკეტები თქვენზე. მივმართავ მოსამართლეებს, თქვენ წერთ დღეს საქართველოს ისტორიას, თქვენი გადაწყვეტილების ფურცლებით დაიწერება ისტორია, ქალბატონო მზია თოდუა, ჩვენ არ გენდობით, თქვენ იყავით ქართუს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუ განიხილავთ ამ საქმეს და აიცილეთ. ამ კოლეგიის 6 მოსამართლეა სულ, კოლეგიიდან 4 მოსამართლე ახალი ხელისუფლების მიერ არის დანიშნული, საქართელოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც დგას. იმ შემთხვევაში თუ ეს მსოამართლეები ღრმად იქნებიან შემსრულებლები ბრძანების, მაშნ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ახსნა-განმარტება პრეზიდენტისგან, რა კრიტერიუმებით იქნენ ისინი შერჩეულნი. კანონგარეშე დარჩენილები ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს და თავისუფლებებს საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ყველა უფლებით, რომელიც სახელმწიფომ არ მოგვცა. ჩვენ ავირჩიეთ სამართლებრივი გზა, სამწუხაროდ ამ გზამ სიმართლის დადგენამდე არ მიგვიშვა. ბოლო ინსტანციაც თუ იმავეს აკეთებს, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ აღვადგინოთ სამართლიანობა ფართო საზოაგდეობის ჩარევით. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი აწმყოს და ჩვენი შვილების მომავლის დაღუპვას. “, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42