აქციიის მონაწილეების განცხადებით, სწავლის გაგრძელების უფლება გაუუქმდა ოთხი ათასამდე სტუდენტს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია, თუმცა სტუდენტებს სწავლის გაგრძელების უფლება არ ეძლევათ.
„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ ჩაგვრიცხონ, მოახინონ რეაგირება თორემ საპროტესტო აქციებს არ შევწყვეტთ და წავაყენებთ მინისტრის გადადგომის საკითხს“- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ბავშვები საერთოდ არ ყოფილან საზღვარგარეთ- "ჩვენ მინისტრის ბრძანებით დავადგინეთ, რომ რაღაც რაოდენობა დროის, უნდა გქონდეს იმ ქვეყანაში გატარებული, ანუ ფაქტიურად კონტროლი შემოვიღეთ, რომ მართლა სწავლობდა ეს ადამიანი იმ ქვეყანაში თუ არა. უმეტეს შემთხვევაში, ამ ბავშვების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ყოფილან ან ყოფილან ძალიან ცოტა ხნით“ - აღნიშნა ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






