„ქართულმა ოცნებამ“ საგურამოში დღეს საარჩევნო სიის წევრები წარადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგურამოში საარჩევნო სიის 15 წევრი წარადგენა. სიაში ცნობილი სახელმწიფო მოხელეები და პარტიის წევრები არიან.
წარდგენას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები. მათ შორის იყვნენ მსახიობები ლალი ბადურაშვილი, გურანდა გაბუნია, მომრერლები მაია ჯაბუა, ვერიკო ტურაშვილი, ანრი ჯოხაძე. „ქართული ოცნების“ გეგმებზე დღეს ლალი ბადურაშვილმა ისაუბრა.
„საქართველოს 80% მხარს უჭერს, ამის გარანტიას გაძლევთ, იმიტომ რომ მე არ ვარ მხოლოდ დიდი თაობის, თქვენი ბებიების თაობის წარმომადგენელი, მე მყავს შვილიშვილები, ამიტომ ყველასთან ვმეგობრობ და ყველას აზრი ვიცი, 10 პროცენტი გადანაწილდება სხვებზე, ორ კაციან და სამ კაციან პარტიებზე. კადრები შეირჩა არაჩვეულებრივი ღირებულებებით, პროფესიონალიზმით“, - განაცხადა ბადურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






