ჟურნალისტმა გურამ როგავამ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა
საზოგადოება - 13:59, 13 Jul, 2016     9950

ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.


"გადაუჭარბებლად ვამბობ, 13 ივლისი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

დავტოვე სამსახური, რომელიც მშობლიური სახლივით შემიყვარდა, დავტოვე ადამიანები, ვინც ჩემი ახალი ოჯახის წევრებად იქცნენ.

თითქმის 4 წელი ვიყავი "იმედში" და ამ ტელევიზიაში გატარებული ყოველი დღე მეამაყება, დღევანდელის ჩათვლით. ამაყი ვარ, რომ
ამ 4 წლის განმავლობაში ღირსეული ადამიანების გარემოცვაში ვმუშაობდი, ვცხოვრობდი.

დღეს ნივთებს რომ ვალაგებდი, მივხვდი, უჯრასთან ერთად მეც ვცარიელდებოდი, მაგრამ ზოგჯერ ალბათ საჭიროა ასეთი დაცარიელება, ან ძველი ნივთების ახალ უჯრაში გადალაგება. რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლა ახალი გამოწვევების დროა.

რაღაც ეტაპზე ყველას გვჭირდება ცვლილება, ახლის გამოცდა. ხშირად ამ გადაწყვეტილებას იმპულსურად ვიღებთ, ზოგჯერ დიდი ფიქრის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, მუდმივად განსხვავებულის ძიებაში ვართ, მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებით. ჰოდა, ახლა ჩემთანაც დადგა ეს პერიოდი, როცა ახლიდან უნდა ვცადო "რუბიკის კუბიკის" აწყობა.

"იმედმა" შემძინა ყველაზე ძვირფასი რამ, ღირსეული ადამიანები. ჩვენ, ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ უსამართლობას არასდროს შევგუებივართ. "იმედის" ნიუზრუმში ბევრი პროფესიონალი და პრინციპული ჟურნალისტი მუშაობს. ეს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობაა, მათი მთავარი ღირებულება კი თავისუფლებაა და ამიტომაც გამორჩეულად მიყვარს "ქრონიკა".

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ჟურნალისტიკაში დარჩენა კიარა, საერთოდ ცხოვრების გაგრძელებაც კი არ მინდოდა, მაგრამ ამ
ადამიანებმა გამომიყვანეს ბნელი ოთახიდან, მითხრეს რომ შემეძლო მათ დავყრდნობოდი, როცა ფეხზე დგომა
მიჭირდა. ამიტომაც ვამბობ, ეს მარტო სამსახური არ იყო, ჩემი სახლი იყო და მომავალშიც იქნება, მიუხედავად იმისა რომ წამოვედი.

მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს წლები მემეგობრა, ამიტანა, მიმიღო ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. თქვენ ჩემს უჯრაში განსაკუთრებული ადგილი გაქვთ, სათითაოდ არ მოგნიშნავთ.

...და წარმატებები საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელებს, პროფესიონალებს. მინდა, "ქრონიკა" უფრო გაძლიერდეს. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და ჩვენი ოჯახის წევრად.

მიყვარხართ!" - წერს გურამ როგავა.


ტელეკომპანიის დატოვების მიზეზი უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42