როგორც ადგილობრივები აცხადებენ 40 წლამდე მამაკაცი სახლებში შედის და ხალხს აწიოკებს.
უცნობმა მამაკაცმა ბოლო 3 დღის განმავლობაში 5 ოჯახში შეძლო შესვლა. ადგილობრივებმა ინფორმაცია სამართალდამცავებს პირველივე დღიდან მიაწოდეს.
სამართალდამცველებთან ერთად 40 წლამდე ნიღბიან მამაკაცს მოსახლეობაც ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები მთელი ღამე მორიგეობენ, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ვინ აშინებს სოფელში ოჯახებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის გამოკითხვას 2 კვირაზე მეტია, აწარმოებენ.
"ნიუპოსტი" გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ კუმისში ლევან ბეგლარიშვილს ესაუბრა.
"გამოძიება დაწყებულია, ადგილზე პოლიცია მუშაობს და ღონისძიებებში ჩვენც ვართ ჩართულები. ადგილობრივები პოლიციასთან ერთად სოფელში 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. როგორც ასეთი ამ პირს არავისთვის არაფერი დაუშავებია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსახლეობა მასიურად გაიხიზნა, ეს არ არის სიმართლე. რამდენიმე პირმა ოჯახი ნამდვილად გაიყვანა სოფლიდან"- აღნიშნა რწმუნებულმა.
მისი თქმით პოლიციამ ის ოჯახებიც გამოკითხა, რომლებმაც უცნობი მამაკაცის შესახებ განცხადებები გააკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები






