სიურპრიზები ჯაზის მოყვარულებს თიბისი ბანკისგან
საზოგადოება - 17:25, 12 Jul, 2016     1668
TBC STATUS-ი და საქართველოს რკინიგზა შავი ზღვის ჯაზფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმში გამგზავრებას #ჯაზმატარებლით, ყოველგვარი საფასურის გარეშე სთავაზობს.

შესაბამისი აპლიკაცია თიბისი ბანკის facebook-ის გვერდზე უკვე განთავსდა. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ჩქაროსნული #ჯაზმატარებლით მოგზაურობას ისინი შეძლებენ, ვინც აპლიკაციაში პირველები დარეგისტრირდებიან.

მატარებელი ბათუმის მიმართულებით, 15 ივლისს, 09:40-ზე, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან დაიძვრება.

#ჯაზმატარებელი ერთადერთი სიურპრიზი არ არის, რაც ჯაზის მოყვარულებს TBC STATUS-ისგან ელოდებათ.

ვებგვერდი Hellojazz.ge სპეციალურად შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის შეიქმნა და მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც ჯაზფესტივალის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება, ასევე ბათუმში ვიზიტისას საჭირო ინფორმაციის მიღება. კერძოდ:

თქვენ შეგიძლიათ ბათუმის კორტების დიდი ეკრანებიდან მიესალმოთ თქვენს საყვარელ ჯაზშემსრულებელს.

გადაიღეთ ფოტო ჯაზფესტივალზე და ატვირთეთ Facebook-ზე ან Instagram-ზე ჰეშთეგით #HELLOJAZZ. საკუთარ ფოტოებს კონცერტების მიმდინარეობისას, ბათუმის კორტებზე დამონტაჟებულ ეკრანებზე იხილავთ. ჯაზფესტივალზე გადაღებული ყველა ფოტო ვებგვერდზე- Hellojazz.ge აიტვირთება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული ფოტოები საჯარო (public) უნდა იყოს.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდზე განთავსებული ბათუმის რუკით.

ბათუმში მდებარე კვების ობიექტების, გასართობი და დასასვენებელი ადგილების, ასევე თიბისი ბანკის ბანკომატების შესახებ ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის ნახვა Hellojazz.ge-ზე განთავსებული რუკის საშუალებით არის შესაძლებელი.

ვებგვერდზე ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების განრიგის შესახებ ინფორმაციაც არის ხელმისაწვდომი.

ასე, რომ წამოგვყევით ჯაზფესტივალზე და გახდით დაუვიწყარი მუსიკალური თავგადასავლების მონაწილე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42