„რომპეტროლ საქართველოს“ ორგანიზებით კონკურენციის სამართლის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება
საზოგადოება - 16:42, 12 Jul, 2016     1419
„რომპეტროლ საქართველოს" ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით, წამყვანი უცხოელი სპეცილისტები, თემაზე: „კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“ საერთაშორისო კონფერენციას ატარებენ.

კონფერენცია ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში“ მიმდინარეობს. საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის თემაზე, ასეთი დონის და მასშტაბის კონფერენცია პირველად ტარდება. კონფერენციაზე გამომსვლელი მომხსენებლები, მსოფლიო დონის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების პარტნიორები არიან.

„საქართველოში კონკურენციის სააგენტო სულ რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. „რომპეტროლი“ ცდილობს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს საქართველოში ამ სფეროს განვითარებას. სააგენტოს მიზანს საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს. რომპეტროლი ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში კონკურენციის სამართლის განვითარებას, რაც ქვეყანაში კონკურენტული გარემოს განვითარებაზე დადებითად უნდა აისახოს. “- აცხადებენ „რომპეტროლში“.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება ტრენინგი სახელწოდებით - „კაპიტალის უზრუნველყოფის ნორმები, შერწყმა და კონკურენციის პრინციპები“ სამდღიანი კონფერენციის და ტრენინგის მომხსენებლები არიან:

ჯეიმს ჰენკსი - Venable LLP-ის პარტნიორი, ექსპერტი, ლექტორი. მოხსენების თემა:

ამერიკის კონკურენციის სამართლის ძირითადი აქტები და სასამართლო პრაქტიკა.

ბერტოლდ ბარ-ბოუისირი - DLA Piper-ის პარტნიორი. მოხსენების თემა: კონკურენციის სამართლის გამოყენება ცოცხალი ორგანიზმების მეცნიერების ინდუსტრიაში (ინტერფეისის კონკურენცია, პატენტები და ა.შ.).

ფელიქს სკალა - კონკურენციის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Deloitte-ს გერმანიის ოფისში. მოხსენების თემა: კონკურენციის თავსებადობის პროგრამები ევროპული პერსპექტივიდან.

დავით იაკობიძე - ეკონომისტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მოხსენების თემა: კონკურენტული გარემოს სტრუქტურირებული ტრანსფორმაცია პატარა ეკონომიკებში.

ვარშა კეილი - მეიერ ბრაუნის” ლონდონის ანტიმონოპოლიური და კონკურენციის ჯგუფის მრჩეველი.

ალექსანდრა ანინოიუ - “მეიერ ბრაუნის” „ანტიმონოპოლიისა და კონკურენციის“ ლონდონის ოფისის იურისტი. მოხსენების თემა: კარტელები ევროკავშირის სამართლის მიხედვით: სამართლებრივი განვითარება და პრაქტიკული გამოწვევები.

რობ დევისი - Venable LLP-ის მრჩეველი. მოხსენების თემა: თანამედროვე ამერიკული მიდგომები შეთანხმებებისა და „hub-and-spoke“ კავშირების გამოსავლენად.

დოქტორი იან იოახიმ დრეიერი - DLA Piper-ის პარტნიორი. მოხსენების თემა: გერმანიის კონკურენციის სამართლის განვითარების თანამედროვე ტენდენციები - აღსრულების მთავარი საკითხები.

კონფერენციაში 70-მდე ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები, ბიზნეს ომბუდსმენის და პრემიერის ეკონომიკური საბჭოს თანამშრომლები მონაწილეობს.

კონფერენცია და ტრენინგები ორშაბათს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდება.

KMG International (ყოფილი Rompetrol Group NV) KMG-მ 2007 წელს შეიძინა. კომპანია ფლობს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუმინეთში, ასევე, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს ევროპის კავშირის ქვეყნებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42