დაკავებული ვაჩიანის მკვიდრი 24 წლის ნოდარ ა. სამართალდამცავებმა მომხდარიდან 24 საათში აიყვანეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის მკვლელობას გულისხმობს და 20 წლით ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრომ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა, სოფელი თანამონაწილეებზე საუბრობს და დამნაშავის ლინჩის წესით დასჯას ითხოვს. მათი თქმით, 4 კაცის დახოცვას დაკავებული მარტო ვერ შეძლებდა.
"ნიუპოსტი" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედუარდ აღასარიანს ესაუბრა.
"შესაძლო თანამზრახველების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად ვრცელდება, როგორც იცით საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ამიტომ დაველოდოთ მის შედეგებს"- აცხადებს გამგებელი.
კაჩოტიანების მეზობლების ინფორმაციით, ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნებათ.
"გარდაცვლილებს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ, როდესაც მკვლელი ერთ-ერთს უკრავდა ხელს სად იყვნენ დანარჩენები, ისინი ხომ ახმაურდებოდნენ ან გაიქცეოდნენ. ამიტომ ვაცხადებთ, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა"- ამბობს ვაჩიანის მკვიდრი.
ერთ-ერთი მეზობელი თქმით, კი ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იყო.
"ამბობენ ნიღაბი ეკეთა, მაგრამ დიასახლისმა მეზობელი ხმაზე იცნო, მერე დედა უცემია და ბოლოს ყველა მოკლა. გოგოებს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ".
კიდე ერთი მოქალაქე ზორგინ კაჩერტიანი აცხადებს, რომ სამივე მოკლული დაბმული იყო. დიასახლისს კი ე.წ არმატურა ჰქონდა ჩარტყმული.
დღეს დილიდან კი სოფელში კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება. რომლის მიხედვითაც პოლიციას შემზარავ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ 2 პირი ჰყავს.
მათი თქმით, მკვლელობის ადგილის სიახლოვეს ნაპოვნია სამი ცალი არმატურა.
"დაკავებულს პირადად არ ვიცნობ, მან გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა, როგორც ვიცი პოლიციას კიდევ ჰყავს ეჭვმიტანილები, შესაძლოა ისინიც დააკავონ"- აცხადებს სასულიერო პირი.
ერთ-ერთმა მოქალაქემ კი ადგილზე მომუშავე ჟურნალისტს უთხრა, რომ პოლიციამ მისი შვილი განყოფილებაში წაიყვანა, მის სახლში კი ჩხრეკა განხორციელდა.
"ჩემი შვილი ორი დღე ჰყავდათ დაკავებული, სცემეს აიძულებდნენ ეთქვა, ვინ იყო დამნაშავე. ჩემმა შვილმა არაფერი იცის, სახლში იყო როცა მკვლელობა მოხდა. პოლიციამ არ დაუჯერა და სცემა ხელებზე ეტყობა ძალადობის კვალი"- აცხადებს ადგილობრივი.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები