„ცენტრ პოინტ აჭარის“ გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რჩეულიშვილების ოჯახს წერილით მიმართავს.
ჩარკვიანის თქმით, არანაირი წვლილი არ მიუძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში.
"მაია, ნიკა, დარსო. ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით. ვინაიდან, კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადება დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიით და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობას დავაღწიო თავი რაც შეიძლება მალე - დღეს, ხვალ".- ნათქვამია სალომე ჩარკვიანის წერილში.

მასალის გამოყენების პირობები






