"ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე... დედაჩემმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზადაა პასუხი აგოს მთელი სიმკაცრით"
საზოგადოება - 18:59, 11 Jul, 2016     39090
"ცენტრ პოინტის" საქმეს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს რუსუდან კირვალიძის შვილი ჟურნალისტი ნინო დარასელი "ფეისბუქში" ეხმაურება. "არ ვწერდი პოსტს, სანამ სალომე ჩარკვიანს არ გაათავისუფლებდნენ, რომ შემთხვევით რამე სიმწვავე არ შემეტანა საქმის მსვლელობაში.ეხლაც რასაც ვწერ ჩათვალეთ რომ იმის მეასედია რისი დაწერაც მინდა, უბრალოდ ზოგიერთის პოსტის გამო გავხდი იძულებული. სალომე ჩარკვიანი, საოცარი გოგო, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გუშინ ცენტრ პოინტის საქმეზე დააკავეს, ზუსტად ისევეა დამნაშავე და ამ საქმეზე დასაკავებელი, როგორც მე ლენინის, ან ლენონის მკვლელობაზე(არ მეხუმრება უბრალოდ მეტზე ტვინი არ მიმოძრავებს ამ წუთში).თუმცა თუ მოინდომეს, როგორც ვხვდები ამასაც გაღიარებინებენ კაცს და მე პირადად ვთხოვდი სალომეს რომ ყველაფერი დაწეროს რასაც კი „დააწერინებენ“, იმიტომ, რომ ერთი რომ ის არაფერ შუაშია, მეორე რომ წარმოუდგენელია მისი საკანში ყოფნა და მესამეც და მთავარია ისაა, რომ სამწუხაროდ ძალა აღმართს ხნავს. თუ ვინმე დასაკავებელია, დედაჩემმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზადაა პასუხი აგოს მთელი სიმკაცრით. კვირაში ორჯერ დადის რუსოც და მაიაც სასამრთლოში.არც პირადობა აქვთ და არც პასპორტი, არსად და ვერსად მირბიან, არ აქვთ მუშაობის და შესაბამისად შემოსავლის ქონის საშუალება,რაც გააჩნდათ დაყადაღებულია და უცდიან განაჩენს.მეტი რა შეიძლება ქნან? თავები დაიხოცონ? თუ საჭიროა მაგასაც იზავენ სხვების ხელშეუხებლობის გარანტიით.რა საჭიროა უდანაშაულო ადამიანების დაკავება ბრალის დამძიმების გამო.ისედაც თქვენთვის გამოიტანეთ განაჩენი და ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე. რაც შეეხება გუკას, არაა იმაზე ლაპარაკი, რომ თუ გუკა ჩაბარდა სალომეს გამოუშვებენ.იმედია იქამდე არ მივსულვართ, რომ სალომე მძევალია.და თუკი გაირკვა რომ ეგრეა,და საქმეს ეგ შველის მაშინ გარწმუნებთ ვერავინ დაასწრებს იქ მისვლას. ერთს ვიტყვი კიდევ, მე რომ ხელისუფლება ვყოფილიყავი,შენებაში ხელს კი არ შევუშლიდი, ყადაღებს კი არ დავადებდი და ძალით კი არ შევაჩერებდი მშენებლობებს, წინასაარჩევნოდ ხმებზე ასე კი არ „ვიჩალიჩებდი“, არამედ კომპანიებს დავეხმარებოდი იმ მშენებლობების დასრულებაში რაც სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი მიზეზების გამო შეჩერდა. ამითი დაზარალებულების გულებსაც მოიგებდნენ და კეთილ საქმესაც გააკეთებდნენ.მაგრამ ყველა საქმეს ცოდნა უნდა, მათ შორის დამნაშავის და უდანაშაულოს გარჩევასაც",-წერს ნინო დარასელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42