ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვისგან დამცავი ბადეების მონტაჟი დასრულდა
საზოგადოება - 17:20, 11 Jul, 2016     2323
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ქვისგან დამცავი ბადეები დამონტაჟდა. შესრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, იაპონურ და ქართულ კომპანიებთან ერთად, აწარმოა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლდე პერიოდულად იშლება და ქვები ცვივა, შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ძველი დამცავი ბადეები ახალი, უფრო ეფექტური და უსაფრთხო ბადეებით ჩანაცვლდა.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, კომპანია“CRP”-ის წარმომადგენლებთან ერთად, იაპონელების მიწვევით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, იაპონიაში იმყოფებოდნენ. ადგილზე შესრულდა საჩვენებელი სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობა ქართული მხარის წარმომადგენლებმაც მიიღეს, პარალელურად, დაათვალიერეს ის საწარმოები, სადაც ზემოთხსენებული ბადეები და ბაგირები მზადდება.

სამუშაოები 23 მაისს დაიწყო, რომელსაც იაპონური კომპანიები: “Tokyo Rope”, “Mitsui” და “Jica”, ქართულ კომპანია “CRP”-სთან ერთად ახორციელებდნენ. დამცავი ბადეების მონტაჟი პროექტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდა. ფინანსური მხარე სრულად უზრუნველყო იაპონურმა მხარემ.

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერმა იაპონურ მხარესთან შეხვედრა დედაქალაქის მერიაში გამართა, სადაც მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42