ვაჩიანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალებზე წერს ადგილობრივი მედიასაშუალება, „ჯინიუსი“. გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობა ვაჩიანში სამმა ახალგაზრდამ ჩაიდინა.
"ჯინიუსის" ცნობით, 10 ივლისს ეჭვმიტანილები კოტჩოტიანების სახლში გასაძარცვად შეიპარნენ , დიასახლისმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც რკინის ნაჭრით სასიკვდილო ჭრილობა ჯერ მას მიაყენეს, შემდეგ კი ორი გოგონაც მოკლეს და კვალის დასაფარად, სახლის დაწვაც სცადეს.
„ხანძრის შედეგად, 5 წლის მძინარე ბიჭი გაიგუდა“, - წერს გამოცემა.
"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. ოფიციალური ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ვაჩიანის მცხოვრებლების ინფორმაციით კი დედისა და მისი სამი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მათივე სოფლიდანაა.
როგორც თვითმხილები აცხადებენ, სოფელ ვაჩიანში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი უფროსი ქალიშვილი თავზე ბლაგვი საგნის დარტყმით მოკლეს, უმცროსი 5 წლის ბიჭი კი გაგუდეს, წინასწარი ვერსიით მოკლულია ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომლის ასაკი 16 წელია.
სასტიკი მკვლელობის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ქაშოტიანების ოჯახის უფროსი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული.
ბოლო ინფორმაციით, ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ გარდაცვლილთა მეზობლებს.
მასალის გამოყენების პირობები