ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ შენობაში მოეწყო და აღიჭურვა არასრულწლოვნებთან შეხვედრების სპეციალიზებული ოთახი, სადაც საოჯახო დავების განხილვისას მოსამართლე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან გასაუბრებას მათი ასაკის შესაბამის გარემოში მოახდენენ. აქვე აღსანიშნავია, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესაბამისად, რომელიც 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა, გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვა-გამოკითხვამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შენობაში (აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, N6) გადაინაცვლა.
2016 წლის 12 ივლისს 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განტვირთვის მიზნით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სიახლეებსა და ბულაჩაურის ქუჩაზე
(პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა) მდებარე სასამართლოს შენობაში შემადგენლობების გადანაწილება-გადაადგილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან.
მასალის გამოყენების პირობები






