„მესმის ყველასი, ვინც აღშფოთდა, უბრალოდ, ასე მოხდა. თუმცა, მე იქ ჩემი სათქმელი ვთქვი“-გიგი დედალამაზიშვილის პასუხი განაწყენებულ მსმენელს
საზოგადოება - 13:08, 11 Jul, 2016     32379
ჯგუფი „მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას კომენტარს აკეთებს 9 აპრილს, ჯგუფის მიერ რუსეთში გამართულ კონცერტზე, რამაც ძალიან დიდი აგრესია და განაწყენება გამოიწვია ქართველი ხალხის მხრიდან. ასევე აღიარებს იმას, რომ ყველაზე მეტად ქართველი მსმენელის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაა.

გიგი დედალამაზიშვილი: საქართველოში ნამდვილად რთულია მსმენელის ნდობის მოპოვება, მაგრამ თუ ამას დაიმსახურებ, მერე ძალიან შეგიყვარებენ. იმიტომ რომ, ქართველები ძალიან გულწრფელები არიან, თუ არ მოსწონთ, ტაშს არ დაგიკრავენ. სხვა მხრივ, ყველა ქვეყნის მაყურებელი ერთნაირია იმ თვალსაზრისით, რომ შენგან მაქსიმალურს მოითხოვენ. თუ დაინახეს, რომ ბოლომდე იხარჯები და შენს საქმეს აკეთებ, აუცილებლად დაგიკრავენ ტაშს. კონკრეტულად, რომელიმე ქვეყნის გამორჩევა რთულია. პრინციპში, მე მაყურებლის რეაგირების მიხედვით კი არა, უპირველესად, ჩემი თავისგან ვითხოვ საქმის კარგად კეთებას. თუ ამას შევძლებ, დარწმუნებული ვარ, მაყურებელი დააფასებს.

– 9 აპრილის ამბებზეც მინდა გკითხოთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთში გამართულმა კონცერტმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, შენ მიერ სცენაზე ნათქვამმა სიტყვამ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ; ის წუთიერი პატივი, რომელიც მაყურებელმა 9 აპრილს გარდაცვლილ ადამიანებს შენივე თხოვნით მიაგო და მაყურებლებში აფრიალებული ქართული დროშა, ძალიან ემოციური იყო.

– პრინციპში, მე ჩემი სათქმელი სცენაზე ვთქვი. მესმის ყველასი, ვინც აღშფოთდა, უბრალოდ, ასე მოხდა. თუმცა, მე იქ ჩემი სათქმელი ვთქვი. რამის დამატება არ მინდა, იმიტომ რომ, ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო და არის ემოციურად. უბრალოდ, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი და მესმის მათი.


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42