სასტიკი მკვლელობის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ქაშოტიანების ოჯახის უფროსი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული.
ბოლო ინფორმაციით, ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ გარდაცვლილთა მეზობლებს.
არამ ბაგრამიანი ამბობს, რომ მეზობლები სპეციფიკურმა სუნმა შეაწუხა, ქაშოტიანების მოსაკითხად შესულებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ.
"ქმარი რუსეთში მუშაობს, მშვიდი და კარგი ოჯახი იყო. მათი ცხედრები მეზობელმა ნახა და ყვირილი დაიწყო"- აცხადებს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ვალერ ხაჩეკიანი, სოფელში არსებულ კიდევ ერთ ვერსიას აჟღერებს, რომლის მიხედვითაც ოჯახი გაზის გაჟონვით დაიღუპა.
"იმასაც ამბობენ ხანძარი იყოო"- აღნიშნა ადგილობრივმა.
გარდაცვლილთა ნათესავების თქმით, ისინი ნაწამები და ნაცემები არიან. ძვირფასეულობა და ფული კი წაღებული არ არის.
"ბუნებრივი აირის მილი გადაჭრილია. ალბათ, ეგონათ ხანძარი კვალს წაშლიდა. მთელი სოფელი ველოდებით, რომ მკვლელს იპოვნიან” -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მასალის გამოყენების პირობები