ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო 23-მილიონიან სინძიანის პროვინციაში
საზოგადოება - 14:22, 10 Jul, 2016     1208

ჩინეთის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყოქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია „ბეიფანძიედას“ მიერ.

„ემა ჯგუფის“ (Yema Group) ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე, კომპანია "ბეიფანძიედას" წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საფერავის საუცხოო შეხამებაზე სინძიანის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ცნობილ კერძთან „მეიძი მოკუ ჯინიუფე“ და ასევე ცნობილ ჩინურ ტრადიციულ კერძთან - „იხვი პეკინურად“.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო, რომელიც სინძიანის პროვინციაში სააგენტოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდა. საღამოს დაესწრნენ სინძიანის მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კომპანია "ბეიფანძიედა" 10 წელია სინძიანში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ფლობს 11 ობიექტს, სადაც ქართული ღვინის შეძენა და დაგემოვნებაა შესაძლებელი.

„ქართული ღვინის წარდგენა და პოპულარიზაცია 23-მილიონიანი მოსახლეობის პროვინციაში ძალიან მნივნელოვანია. სინძიანის პროვინციაში საქართველოს და ქართული ღვინის კულტურას უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სხვა პროვინციებში, სადაც რაოდენობრივად უფრო მეტი ღვინო იყიდება. აქ არის ქართული ღვინის რესტორნები, მაღაზიები, აქ უფრო მეტს საუბრობენ საფერავზე. აქ იყიდება 10-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანიის ღვინოები. ასე, რომ სინძიანის მოსახლეობას აქვს არჩევანი, რომ კარგი ქართული ღვინო გასინჯოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიები გამოირჩევიან იმით, რომ ქართულ ღვინოს ადგილობრივმომხარებელს ქართული კულტურისა და კულინარიის შეხამებით აცნობენ.

„ბეიფანძიედას“ გენერალურმა მენეჯერმა თონგ ჯიამ (Tong Jia) აღნიშნა, რომ სინძიანის პროვინციაში გამორჩეულად მოსწონთ ქართული,განსაკუთრებით წითელი ღვინოები, რაც იმის არის წინაპირობა, რომ სამომავლოდ ამ რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდოს ქართული ღვინის იმპორტი.

„ჩინეთში, განსაკუთრებით სინძიანის პროვინციაში საკუთარი ღვინო საკმარისად გვაქვს. თუმცა, ქართული ღვინო რატომღაც უფრო საინტერესოგახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ქართულ ღვინოს აქვს თავისი გამორჩეულობა, ძალიან ძველი კულტურა. ჩვენთვის ძალიანსაინტერესო იყო ქართული კერძების დაგემოვნება და ამიტომ გავხსენით აქ ქართული რესტორნები. ჩვენს ობიექტებში ნახავთ ქვევრს, ყანწებს, გაეცნობით ქართული სუფრის ტრადიციებს, სადღეგრძელობს, მიიღებთ ინფორმაციას, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი. ჩვენი სურვილია, რომ ჩინეთის ყველა მოსახლეს მიეცეს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა“ - აღნიშნა მან.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს კომპანია „ბეიფანძიადას“ ქართული ღვინისობიექტები, შეხვდნენ ადგილობრივ ჟურნალისტებს. ასევე ესტუმრნენ ღვინის კომპანიას „Zhongli“, დაათვალიერეს კომპანიის ვენახები.

კომპანია „ბეიფანძიადას“ ინვესტირებით სინძიანის პროვინციაში გახსნილია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ათეულობით ობიექტი -ქართული რესტორნები („თამადა“), ღვინის მაღაზია-სალონები და ღვინის სარეალიზაციო ოფისები, სადაც აქტიურად იყიდება ქართულიღვინოები, როგორც კერძო პირებზე, ასევე ინტერნეტ მომხარებელზე. კომპანიის დილერების რაოდენობა 70-ს შეადგენს, რომელთაგან 16 დილერსდამატებით ქართული ღვინის მაღაზია აქვს გახსნილი სინძიანის პროვინციაში.

ჩინეთში იმპორტირებული ქართული ღვინის ექსპორტის (2015 წლის მონაცემები) 13% სინძიანის პროვინციაზე მოდის. სინძიანი ცნობილიაღვინის წარმოების ზრდისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებით.

კომპანია „ბეიფანძიადას“ ქართული ღვინის ობიექტებში, ქართული ღვინის გარდა ქართული თაფლის და ქართულ ჩაის რეალიზაციაც ხდება.

სინძიანის პროვინციაში (Xinjiang Uyghur Autonomous Region) 23 მლნ მოსახლეა. სინძიანს, აბრეშუმის გზის ეკომონიკური სარტყელის პროექტისსტრატეგიული, ცენტრალური ზონა უკავია. სინძიანს რვა ქვეყანა (მონღოლეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანიდა ინდოეთი) ესაზღვრება. ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონად არის აღიარებული. სინძიანის დედაქალაქია ურუმჩი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42