რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ევრო-2016-ზე მისი გუნდის წარუმატებელი გამოსვლის მიზეზებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, რუსეთმა უპირველეს ყოვლისა უნდა გააცნობიეროს საკუთარი საფეხბურთო კლასის დონე, მიიღოს ეს რეალობა და მხოლოდ შემდგომ გადაჭრის მის წინაშე მდგარ პრობლემებს. რუსულ ფეხბურთს იმაზე მაღალ ამოცანებს უსახავენ, ვიდრე ეს მას შეუძლია. სწორედ ასე მკურნალობენ ალკოჰოლიკებს და რუსეთის საფეხბურთო ფედერაციაც ასე უნდა მოიქცეს.
"სამწუხაროდ, მოთამაშეთა და ფეხბურთის მესვეურთა უმრავლესობას ამის აღიარება არ უნდა. არადა აღიარება აუცილებელია, ისე დაავადებას ვერ უმკურნალებ," - განაცხადა სლუცკიმ.
მან აღნიშნა, რომ უელსტან კატყასტროფული მარცხის შემდეგ ნაკრების მოთამაშეტა ერთი ნაწილი მას სასტუმროს ნომერში ესტუმრა და მათ აღაირეს, რომ ისინი დაბალი დონის ფეხბურთელები არიან.
სლუცკი ასევე მარცხის კიდევ სამ მთავარ მიზეზს ასახლებს. ესენია - ტაქტიკა, ფიზიკური მომზადება და თამაშის წარმართვის პოლიტიკა.
მასალის გამოყენების პირობები