8 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში წყალმოვარდნები და მეწყერულ შემთხვევები განვითარდა. წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა ბათუმის ქუჩები, დაიტბორა ე.წ ჭაობის დასახლება. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ ბათუმის მერიაში საგანგებოთათბირი რამდენჯერმე გაიმართა.
ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და მერიის სამსახურების საგანგებო ბრიგადები. ამ დროისთვის ქალაქშისტაბილური მდგომარეობაა. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებენ მონიტორინგს.მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა ნარჩენებისაგან. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შპს ,,ბათუმის წყლის“ ბრიგადები. რჩებარამდენიმე პრობლემური ადგილი, სადაც მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დაიტბორა ძირითადად ის უბნები, რომელთა რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს და სადაც წლების განმავლობაში არ არსებობდა სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები.
უხვი ნალექის გამო დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. მახინჯაურში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ხელვაჩაურსა და ქობულეთში სტიქიით მიყენებული ზარალი შედარებით მცირეა. ყველაზე ძლიერი მეწყრული და სტიქიური პროცესები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ცხემვანას ხიდი ხულოში, ასევე დროებით აღდგენილი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში. ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები ითვლიან.
ქედის მუნიციპალიტეტში უამინდობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. დილიდან მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ოპერატიულად ხდება შეტყობინებებზერეაგირება. სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყერი, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე სპეციალურმა ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარა. მალევე მოხდა დაზიანებების აღმოფხვრა 3 ადმინისტრაციულ ერთეულში და ამ დროისთვის შეუზღდავად მიეწოდება ელექტროენერგია ქედის მთლიან მუნიციპალიტეტს.
ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიით მიყენებული ზარალის აღმწერი საგანგებო კომისიები.
მასალის გამოყენების პირობები






