გიორგი აბაშიშვილი წიგნი-ალბომის „ქართული ფოლკლორის საგანძური, ფოლკლორული ანსამბლები“ პრეზენტაციას დაესწრო
საზოგადოება - 20:58, 08 Jul, 2016     2137
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს „ქართული ფოლკლორის საგანძური, ფოლკლორული ანსამბლები“ წიგნი-ალბომის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გამოიცა.

ალბომი „ფოლკლორის ეროვნული ფონდის“ პროექტის ფარგლებში გამოიცა და მისი მიზანი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაციაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდის წარმომადგენელს გიორგი უშიკიშვილს გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ განხორციელებული პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსება კი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხალხური შემოქმედებისადმი სახელმწიფოებრივ მიდგომას.

წიგნი-ალბომის პრეზენტაცია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წითელ დარბაზში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი გიორგი ჟურული და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42