,,ტრაგედიაა, როცა ჩვენს ქვეყანაში ყველას ჟურნალისტი ქვია! ჩვენი ორგანიზაციის მაღალი ხარისხის იმიჯის შელახვას ვერავის დავუთმობ!“
საზოგადოება - 20:09, 08 Jul, 2016     3761
„არაპროფესიონალიზმისა და დილეტანტობის საუკეთესო მაგალითი“!

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულმა სტატიამ და საიტის ადმინისტრაციის პასუხმა გააბრაზა. სტატატიის ავტორმა რატომღაც ხელოვნების სასახლე ტოპ მუზეუმთა სიაში არ შეიყვანა.

გიორგი კალანდია: 17 მაისს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სტატია სახელწოდებით „ტოპ 10 მუზეუმი რომელიც უნდა ნახოთ საქართველოში“ (http://georgiastartshere.com/top-georgian-10-museums/) ტოპ მუზეუმთა სიაში საქართველოს ხელოვნების სასახლე რატომღაც არ მოხვდა.

საიტის ადმინისტრაციას ვთხოვეთ ოფიციალური პასუხი ამ გარემოებასთან დაკავშირებით, რადგან გასულ წელს მუზეუმი 38 ათასზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა (რაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია), ამასთანავე მუზეუმი გახდა ევროპა ნოსტრას სპეციალური პრიზის მფლობელი და იგი პირველი სამუზეუმო ორგანიზაციაა საქართველოდან, რომელმაც Google-ს კულტურულ ინსტიტუტთან ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

აი ნახეთ რა „პროფესიული დონის“ ახსნა განმარტება მივიღეთ, გთავაზობთ ამონარიდს -„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2016 წლის 21 მაისს, „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს 1,500 ვიზიტორი ესტუმრა, რაც ნიშნავს, რომ შ. ამირანაშვილისა და ი. გრიშაშვილის სახელობის მუზეუმებთან ერთად, თქვენ ვიზიტორების მხრივ 84 მუზეუმს შორის მესამე ადგილი დაიკავეთ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, გვინდა ხაზი გავუსვათ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - ვებ გვერდი GeorgiaStartsHere.com არის თავისუფალი პორტალი, რომლის კონცეფცია არის საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარი, სუბიექტური მოსაზრებებისა და რჩევების გაზიარება ინგლისურენოვანი ტურისტებისთვის. ამის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე არის ნახსენები (სექცია -About Us).

შესაბამისად, ჩვენ არ ვინტერესდებით სტატისტიკით, არ ვეძებთ სახელმწიფო ან კერძო უწყებების მოსაზრებებს, არამედ ვაზიარებთ ჩვენი ავტორების პირად გამოცდილებასა და დამოკიდებულებას კონკრეტული ადგილებისა, თუ საკითხების მიმართ.

ავტორმა, რომელმაც დაწერა თქვენს წერილში ნახსენები სტატია, მიიჩნია, რომ საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, მისი პროფილიდან გამომდინარე, არის ვიწრო ინტერესის მუზეუმი. მიუხედავად უდაოდ მაღალი ხარისხის გამოფენებისა და ექსპოზიციებისა, სწორედ ამ მიზეზით არ მოხვდა თქვენი მუზეუმი საქართველოში არსებული 84 მუზეუმიდან შერჩეული 10 მუზეუმის სიაში“.

არაპროფესიონალიზმისა და დილეტანტობის საუკეთესო მაგალითი! ტრაგედიაა როცა ჩვენს ქვეყანაში ყველას ჟურნალისტი ქვია! თურმე თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია და ხელოვნება ყოფილა ვიწრო ინტერესი! ნამდვილად არ გამოვირჩევი პოლემიკით სოციალურ ქსელში, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის მაღალი ხარისხის იმიჯის შელახვას ვერავის დავუთმობ!
პატივისცემით ხელოვნების სასახლის დირექტორი გ.კალანდია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42