ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სამტრედიის, ბაღდათისა და ვანის რაიონები. განადგურდა სახნავ სათესი მიწები, დატბორილია სახლები და დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები.
ბათუმში წყალდიდობის შედეგად პრობლემები შეექმნა გორგილაძის, მაიაკოვსკის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარებს ამოტუმბვის სამუშაოები. სულ დაფიქსირებულია 200-მდე გამოძახება.
ამასთან, მახინჯაურში, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმაა ვანშიც. ვანში ერთი კვირაა გადაუღებლად წვიმს. წვიმების შედეგად ადიდდა პატარ-პატარა ღელეები. წყალდიდობის შედეგად მოხდა გზების ამორტიზება, დაიტბორა სახლები, ეზოები.
მასალის გამოყენების პირობები






